საინფორმაციო შეხვედრა „ჰორიზონტი ევროპას“ პროგრამის ფარგლებში
17 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც მიეძღვნა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპას“ (Horizon Europe) მიმდინარე შესაძლებლობების განხილვას.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების, ასევე, ადმინისტრაციული პერსონალის ინფორმირება საერთაშორისო საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის მექანიზმებისა და სტრატეგიული პრიორიტეტების შესახებ. შეხვედრა გახსნა „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა პროგრამის როლს ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ინტერნაციონალიზაციის პროცესში.
პროგრამის ეროვნული საკონტაქტო პირების მიერ წარმოდგენილი იყო დეტალური პრეზენტაციები შემდეგ სექტორულ მიმართულებებზე:
- გარემოს დაცვა და ციფრული დღის წესრიგი: მაკა ჟორჟოლიანმა მიმოიხილა მე-6 კლასტერის (გარემო, ბიომრავალფეროვნება და ციფრული ტრანსფორმაცია) და მე-5 კლასტერის (კლიმატი, ენერგია და მობილობა) სპეციფიკა და საპროექტო განაცხადების წარდგენის წესები.
- ინოვაციები და კულტურული მემკვიდრეობა: ანა გოლეთიანმა მონაწილეებს გააცნო მესამე სვეტის – „ინოვაციური ევროპა“ – პრიორიტეტები, კულტურული ინიციატივების კომერციალიზაციის გზები და New European Bauhaus 2026-ის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი დაეთმო კითხვა-პასუხის რეჟიმს. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები საგრანტო განაცხადების მომზადების, პარტნიორთა მოძიებისა და ადმინისტრაციული პროცედურების მართვის საკითხებზე. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს უნივერსიტეტის მკვლევართა აქტიურ ჩართულობას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში და ინოვაციური პროექტების იდენტიფიცირებას.
მსგავსი
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....