სტუ-ის რექტორი სტუდენტ საბა ლაზიშვილს Real American Freestyle-ის სადებიუტო ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტს, საბა ლაზიშვილს, აბუ-დაბიში Real American Freestyle-ის (RAF) სადებიუტო ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებას ულოცავს და მომავალ წარმატებებს უსურვებს.
როგორც რექტორი მილოცვის ტექსტში აღნიშნავს, ლეგენდარული ამერიკელი მებრძოლის, ურაია ფეიბერის, ანგარიშით 12:7 დამარცხება საბა ლაზიშვილისთვის განსაკუთრებული სპორტული მიღწევაა, რომელიც მისი პროფესიონალიზმის, შეუპოვრობისა და გამარჯვებისკენ სწრაფვის გამოხატულებაა.
„საბა ლაზიშვილს ვულოცავ ამ გამორჩეულ სპორტულ მიღწევას! მისი გამარჯვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის დიდი სიხარულის საფუძველია. ეს შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარება და საკუთარი პოტენციალის რეალიზება როგორც სპორტულ, ისე აკადემიურ ასპარეზზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ჩვენი სტუდენტები ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს საერთაშორისო არენაზე და საკუთარი მაგალითით ადასტურებენ, რომ ცოდნა, შრომისმოყვარეობა, დისციპლინა და ძლიერი ნებისყოფა წარმატების მთავარი საწინდარია.
სპორტული მიღწევები და აკადემიური განათლება ერთმანეთს ავსებს, ხოლო მიზანდასახულობა და ცოდნის მუდმივი გაღრმავების სურვილი ახალგაზრდის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი პირობაა. მით უფრო საგულისხმოა, რომ საბა ლაზიშვილმა პროფესიად ინფორმატიკისა და მართვის სისტემები აირჩია – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი დარგი, რომელიც მსოფლიოს მომავალს განსაზღვრავს.
საბა, გისურვებ ახალ გამარჯვებებს, პროფესიულ წინსვლასა და დასახული მიზნების განხორციელებას. მჯერა, ეს შთამბეჭდავი გამარჯვება შენი წარმატებული სპორტული გზის მხოლოდ დასაწყისია. ვამაყობთ შენით და გისურვებ საქართველოს სახელის კიდევ მრავალჯერ ღირსეულად წარმოჩენას!“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
სტუ-ის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: ვახტანგ გომელაურის...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ლევან ჯაფარიძეს 90 წლის იუბილეს და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 65-ე წლისთავს ულოცავს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ცნობილი ქართველი მეცნიერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს საინჟინრო, რუსეთის სამთო მეცნიერებათა...
სტუ-ის რექტორი კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მეცნიერებს, მკვლევრებს, დოქტორანტებსა და კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს. „ძვირფასო კოლეგებო! გულითადად გილოცავთ...
გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიებს სტუ განცხადებით ეხმაურება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება 2026 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 86/87 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიების ციკლს, რომელიც დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ნინო (ნელი) ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ოჯახს...
სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა
„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ...