სტუ-ის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის ორგანიზებით პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩატარდა

სიახლეები

27 აპრილს, სტუ-ის მე-9 კორპუსში გამართულ ღონისძიებას უნივერსიტეტის მრავალი პედაგოგი და მენტორი დაესწრო.

ტრენინგს უძღვებოდა დარგის ექსპერტი – განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგი,ფსიქოთერაპევტი და ასოცირებული პროფესორი ნანა ალექსიძე.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს:

  • ემოციური ინტელექტი სასწავლო პროცესში: როგორ ეხმარება ემოციების მართვა პედაგოგს სტუდენტებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და აუდიტორიის მართვაში;
  • თვითშეფასების გავლენა მენტორობაზე: რამდენად მნიშვნელოვანია მენტორის პიროვნული მდგრადობა და თვითაღქმა წარმატებული საგანმანათლებლო პროცესისთვის;
  • პრაქტიკული ინსტრუმენტები: ფსიქოლოგიური ტექნიკები, რომლებიც მასწავლებლებს ყოველდღიურ საქმიანობაში სტრესის მართვასა და მოტივაციის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ტრენინგი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მიეღოთ პროფესიული რჩევები კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით.

ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ უნივერსიტეტში მენტორობის სისტემის გაძლიერებაა, რაც პირდაპირ აისახება სწავლების ხარისხსა და სტუდენტებთან ურთიერთობაზე.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი – წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე რწმენის, სულიერი სიმტკიცის, თავდადებისა და სიკეთის მარადიული გამარჯვების სიმბოლოა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, წმინდა დიდმოწამე...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა...

სიახლეები

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს ნინო წილოსანი ეწვია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული გეოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი...

სიახლეები

სტუ-ში ორგანიზაციის „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა – უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საკუთარ მისიას განიხილავს როგორც უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების, ასევე, ეროვნული ინტელექტუალური, კულტურული და საზოგადოებრივი ღირებულებების...

სიახლეები

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი გუგუშვილი აირჩიეს

„თანამედროვე უნივერსიტეტი სწავლისა და პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბების გარემოა, სადაც სტუდენტურ თვითმმართველობას განსაკუთრებული ფუნქცია...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?