სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა.
სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავდა თანამშრომელთა პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ხანძრის პრევენციის თანამედროვე მეთოდები, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების წესები, ევაკუაციის ორგანიზების პრინციპები და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ეფექტიანი გამოყენება.
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს სტუდენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა. როგორც მერაბ ბაღათურია აცხადებს, კვალიფიციური კადრების მომზადება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვნად ზრდის საგანმანათლებლო სივრცეში უსაფრთხო გარემოს შექმნის შესაძლებლობას.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციას“ ჩვენი თანამშრომლების პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ უსაფრთხოების მიმართულებით დასაქმებული პერსონალი იყოს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი. ჩვენი უნივერსიტეტი მრავალათასიან აკადემიურ საზოგადოებას აერთიანებს, ამიტომ სტუდენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, განხორციელდა აღნიშნული სასწავლო პროგრამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით. რექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს უნივერსიტეტში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვასა და თანამშრომელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენი სამსახურის შესაძლებლობებს როგორც ხანძრის პრევენციის, ისე საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით. პროფესიონალი და კვალიფიციური თანამშრომლები ნებისმიერი უსაფრთხოების სისტემის მთავარი საყრდენია, ამიტომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მათ გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას. ამ პროცესში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სანდო და პროფესიონალი პარტნიორების მხარდაჭერა, როგორიც „საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციაა“.
– დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მერაბ ბაღათურია
დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ხელს შეუწყობს ხანძართან დაკავშირებული რისკების შემცირებას და საგანგებო შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას.
უსაფრთხოების სფეროში თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება.
მსგავსი
საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ კურსზე ჩარიცხული საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის გაცნობას, სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და მხარდაჭერის შესაძლებლობების...
CSU/SDSU AI კვლევა – ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების მონაწილეობით
21 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (San Diego State University – SDSU), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან...
დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „შენი კარიერა იწყება სტუ-ში“ - ფარგლებში, დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი, 2026/2027 სასწავლო წლის სეზონი დაიწყო. ინფორმატიკისა...
კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას უერთდება. ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირება...
შეხვედრა მწერალ და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მწერალსა და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ლიტერატურის, მთარგმნელობითი...
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...