სტუ-ის რექტორი პროფესორ თენგიზ ჯიშკარიანის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მწუხარებას გამოთქვამს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, სერტიფიცირებულ ენერგომენეჯერის (CEM, AEE USA) და ენერგოაუდიტორის (ENSI, ნორვეგია), საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსის და ამავე აკადემიის პრემიის ლაურეატის, ამერიკის შეერთებული შტატების ინჟინერ-ენერგეტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (AEE) წევრის და ამავე ასოციაციის უმაღლესი ხარისხის წოდების „Legend in Energy” მფლობელის, საქართველოში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია UNIDO-ის ეროვნული ექსპერტის, პროფესორ თენგიზ ჯიშკარიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ჯიშკარიანების ოჯახსა და ენერგეტიკის ფაკულტეტს:

„ახალგაზრდა თაობების გამორჩეული მასწავლებელი და მენტორი, პროფესორი თენგიზ ჯიშკარიანი შესანიშნავი მკვლევარი და ღირსეული მოქალაქე იყო. მისი მრავალწლიანი საქმიანობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ჩვენს ქვეყნაში ენერგეტიკის დარგის განვითარებასთან. განსაკუთრებულად აღსანიშნავია თენგიზ ჯიშკარიანის წვლილი ენერგოეფექტურობის, ენერგომენეჯმენტისა და თანამედროვე ენერგეტიკული მიდგომების დანერგვაში. როგორც საერთაშორისო დონის ექსპერტი და მრავალი პრესტიჟული ორგანიზაციის წევრი, ის ღირსეულად წარმოადგენდა საქართველოს გლობალურ პროფესიულ სივრცეში, რაც მისი საქმიანობის მნიშვნელობასა და მასშტაბს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

შეუძლებელია არ აღინიშნოს პროფესორ თენგიზ ჯიშკარიანის გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭი და ჯაზური მუსიკისადმი მისი დიდი სიყვარული – მრავალი წლის განმავლობაში ის ლეგენდარული საუნივერსიტეტო ორკესტრისა და „გეპეის ჯაზის“ წევრი იყო და შეუდარებელი ოსტატობით ასრულებდა საქსოფონის პარტიებს.

ვუსამძიმრებ ბატონ თენგიზ ჯიშკარიანის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს“.


მსგავსი

სიახლეები

სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...

სიახლეები

დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...

სიახლეები

სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?