სტუ-ის რექტორი – თანმიმდევრული პოლიტიკა უზრუნველყოფს ენის ფუნქციურ გაფართოებას განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივ სივრცეებში
„უკვე 48 წელია, რაც 14 აპრილი – დედაენის დღე – ქართული ენისადმი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა. 1978 წლის მოვლენებმა ცხადყო, რომ ქართული ენა ჩვენი იდენტობის, კულტურული უწყვეტობისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომლის დაცვა, შენარჩუნება და განვითარება თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. ქართული ენა უნიკალური კულტურული მემკვიდრეობაა, რომლის სიცოცხლისუნარიანობა და პროგრესი განსაზღვრავს მის შესაძლებლობას მომდევნო საუკუნეებშიც შეინარჩუნოს ღირსეული ადგილი საერთაშორისო სივრცეში”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს.
1978 წლის 14 აპრილს, პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მიუძღვით.
რექტორის თქმით, სწორედ უნივერსიტეტებია ის სივრცე, სადაც ენა ინახება და ვითარდება, მდიდრდება და ახალ რეალობას ერგება. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი წვლილი შეაქვს ქართული ენის ციფრული კვდომის საფრთეებისგან დაცვის მიმართულებით.
„ჩვენი უნივერსიტეტის წვლილი მრავალმხრივია და ის მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ტექნიკური და საინჟინრო ტერმინოლოგიის განვითარება, ქართულენოვანი სასწავლო და სამეცნიერო მასალების შექმნა, სახელმძღვანელოების თარგმნა და ადაპტაცია, ასევე ახალი თაობის მეცნიერების წახალისება, რომ ქართულ ენაზე აწარმოონ კვლევა და ინოვაციური საქმიანობა.
ამ მიმართულებით უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლი და აკადემიური გამოცემების სისტემა წლების განმავლობაში ქმნის ქართულენოვან სახელმძღვანელოებს, მონოგრაფიებსა და სასწავლო მასალებს, რაც ხელს უწყობს საინჟინრო-ტექნოლოგიური ლიტერატურის ქართულ ენაზე განვითარებას. ენის სიძლიერე პირდაპირ აისახება იმ სფეროთა მასშტაბსა და ხარისხზე, სადაც იგი რეალურად ფუნქციონირებს. ქართული ენის განმტკიცება მეცნიერებაში ბუნებრივად განაპირობებს მის გაძლიერებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სახელმწიფო ინსტიტუციებში და მომავალ თაობებში მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტი. ჩვენი სამეცნიერო წრეები ღრმად აცნობიერებენ ისტორიულ პასუხისმგებლობას და ჩართულნი არიან სახელმწიფო ენების დაცვა-შენარჩუნების პროცესში, რათა აკადემიური ცოდნის, სამეცნიერო კვლევისა და ინოვაციის გზით უზრუნველყონ ბუნებრივი ენების ადგილი ციფრულ და ხელოვნური ინტელექტის სისტემებში, იმ მიზნით, რომ ქართული და აფხაზური ენები არ დარჩეს მხოლოდ წარსულ მემკვიდრეობად, არამედ გახდეს მომავლის ციფრული კულტურის ნაწილი.
ქართული ენის განვითარება შეუძლებელია სახელმწიფოს, კერძოდ მთავრობის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრ გივი მიქანაძის სისტემური მხარდაჭერის გარეშე, რადგან სწორედ თანმიმდევრული პოლიტიკა უზრუნველყოფს ენის ფუნქციურ გაფართოებას განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივ სივრცეებში”,
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
ინფორმაციისთვის, 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა. კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი – წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე რწმენის, სულიერი სიმტკიცის, თავდადებისა და სიკეთის მარადიული გამარჯვების სიმბოლოა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, წმინდა დიდმოწამე...
სტუ-ის რექტორი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა...
სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს ნინო წილოსანი ეწვია
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული გეოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი...
სტუ-ში ორგანიზაციის „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა – უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საკუთარ მისიას განიხილავს როგორც უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების, ასევე, ეროვნული ინტელექტუალური, კულტურული და საზოგადოებრივი ღირებულებების...
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი გუგუშვილი აირჩიეს
„თანამედროვე უნივერსიტეტი სწავლისა და პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბების გარემოა, სადაც სტუდენტურ თვითმმართველობას განსაკუთრებული ფუნქცია...
სტუ-ის რექტორი პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების...