სტუდენტებმა „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში” მონაწილეობა მიიღეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა იაგშიგელდი კაკაევის სახელობის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტის (აშხაბადი, თურქმენეთი) მიერ ორგანიზებულ „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში“ მონაწილეობა მიიღეს.
საერთაშორისო ოლიმპიადა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს შორის პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას, გამოცდილებისა და ინფორმატიკის სფეროში თანამედროვე გამოწვევების გააზრებას. „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში” მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობდნენ.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების მხრიდან. პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, მსგავსი მასშტაბის ღონისძიება ქმნის შესაძლებლობა სტუდენტებმა ცოდნა და უნარები საერთაშორისო კონკურენციის პირობებში გამოსცადონ.
დეკანის განმარტებით, ოლიმპიადაში 50-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტის ჩართულობა ნათლად მიუთითებს ღონისძიების მაღალ ავტორიტეტსა და ფართო გეოგრაფიულ დაფარვაზე, რაც მას მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად აქცევს.
„საერთაშორისო ოლიმპიადები და მსგავსი სახის კონკურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უმაღლესი განათლების თანამედროვე მოდელის კიდევ მეტად განვითარებაში, რადგან ისინი ქმნიან მრავალმხრივ საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც სცილდება თეორიული სწავლების ფარგლებს. ოლიმპიადა, პირველ რიგში, ხელს უწყობს პროფესიული ცოდნის გაღრმავებას – სტუდენტები მუშაობენ კომპლექსურ ამოცანებზე, რომლებიც მოითხოვს ანალიტიკურ აზროვნებას, ალგორითმულ მიდგომებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებას. ამასთანავე, საერთაშორისო ოლიმპიადა ეფექტური პლატფორმაა კულტურათაშორისი კომუნიკაციის განვითარებისათვის. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ითანამშრომლონ, გაცვალონ აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ ერთმანეთის საგანმანათლებლო სისტემებსა და პროფესიულ მიდგომებს. გარდა ამისა, მსგავსი ფორმატის კონკურსები ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების უკეთ გააზრებას. მონაწილეები ეცნობიან უახლეს მეთოდებსა და ინსტრუმენტებს ინფორმატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში. ასეთი აქტივობები აძლიერებს სტუდენტთა კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო შრომით ბაზარზე და ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას“.
– პროფესორი თალიკო ჟვანია
სტუ-ის ვიცე-რექტორი თამარ ლომინაძე საერთაშორისო აქტივობებში სტუდენტების ჩართულობას უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვნად აფასებს. მისი განმარტებით, რადგან ასეთი ღონისძიებები ზრდის საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს და ამყარებს სტუ-ის პოზიციებს გლობალურ აკადემიურ სივრცეში.
როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს, საერთაშორისო პროექტებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურად ინტეგრირდეს მსოფლიო აკადემიურ სივრცეში, დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობები უცხოურ საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციებთან და გაზარდოს თავისი ცნობადობა საერთაშორისო დონეზე.
„საერთაშორისო აკადემიურ აქტივობებში, მათ შორის სხვადასხვა დონისა და ფორმატის ოლიმპიადებში სტუდენტთა სისტემური ჩართულობა, რომელიც ხორციელდება რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. პრაქტიკა ემყარება უნივერსიტეტის მისიასა და მიზნებს და ორიენტირებულია მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფაზე, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებაზე. მსგავსი ტიპის საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობა ხელს უწყობს სტუდენტებში თეორიული ცოდნის პრაქტიკულ კონტექსტში გამოყენების უნარის განვითარებას, კრიტიკული და ალგორითმული აზროვნების გაღრმავებას და ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიზანმიმართულად უწყობს ხელს სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო ოლიმპიადებში, კონკურსებსა და პროექტებში, რაც განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ხარისხის ამაღლებისათვის. მსგავსი პროცესები ხელს უწყობს უნივერსიტეტის პოზიციონირებას საერთაშორისო აკადემიურ რუკაზე, აძლიერებს მის რეპუტაციას და ქმნის პარტნიორობის გაფართოების საფუძველს. ამასთანავე, მსგავსი აქტივობების ფარგლებში დასახული ამოცანები მოიცავს სტუდენტთა კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო შრომით ბაზარზე, მათი პროფესიული და კვლევითი უნარების განვითარებას, აგრეთვე ინოვაციური და ტექნოლოგიურად ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებას. უნივერსიტეტი ამ მიმართულებით განაგრძობს აქტიურ მუშაობას, რათა უზრუნველყოს სტუდენტებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც მათ მისცემს საშუალებას სრულფასოვნად ჩაერთონ პროცესებში და ღირსეულად წარმოადგინონ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე“.
– პროფესორი თამარ ლომინაძე
მსგავსი
სტუ-ის დელეგაცია Erasmus+ პროექტ LISS24-ის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და მკვლევართა დელეგაცია ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Universitat Politècnica de València - UPV), ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის...
სტუ-ის ვიცე-რექტორმა შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის (BSUN – 2026) საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც კაცობრიობის მეცნიერული და ტექნოლოგიური შესაძლებლობები უპრეცედენტო სიმაღლეებს აღწევს, თუმცა მშვიდობისა და თანაცხოვრების საკითხები კვლავ უდიდეს გამოწვევებად...
Vinifera EuroMaster-ის კონსორციუმის პარტნიორთა ყოველწლიური შეხვედრა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მოქმედი საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის - Vinifera EuroMaster-ის პარტნიორთა ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ევროპელმა პარტნიორებმა ...
სტუ-ის რექტორის შეხვედრა ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციასთან
„საქართველოს ტექნიკურ და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების უმნიშვნელოვანეს პერსპექტივად ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავება და საერთაშორისო...
ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი სტუ-ში
„საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენი ფაკულტეტის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. ეს კავშირები მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, კვლევითი საქმიანობის გასაძლიერებლად და საგანმანათლებლო პროგრამების...
გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრისა და საერთაშორისო კონსულტანტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრის, საერთაშორისო კონსულტანტისა და გვირაბმშენებლობის სპეციალისტის, კანადური კომპანიის - “გეოტექნიკური ინჟინერია და...
