სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95 წელი შეუსრულდებოდა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობამ იცოდეს იმ მეცნიერთა ღვაწლი, რომლებმაც ქართული მეცნიერებისა და ტექნიკური განათლების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც მხოლოდ წარსულის გახსენება კი არა, მომავალი თაობებისთვის ცოდნის, გამოცდილებისა და სამეცნიერო ღირებულებების გაზიარებას და ახალი თაობის მკვლევართა აღზრდას ემსახურება“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48 და ცენტრის დამაარსებლის დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი, ზურაბ ლომსაძე, ცენტრის თანამშრომლები, უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი პროფესორი თამარ ლომინაძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, დარგის სპეციალისტები და სტუდენტები.
ზურაბ ლომსაძის განცხადებით, ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრის მთავარი ამოცანა საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და საწარმოო პოტენციალის კვლევაა და ამ მიმართულებით დაგროვილი სამეცნიერო გამოცდილების თანამედროვე კვლევებთან დაკავშირება.
„ცენტრისთვის ეს თარიღი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი 48-წლიანი ისტორიის, არამედ იმ სამეცნიერო მიმართულებებისა და კვლევითი გამოცდილების გამო, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დაგროვდა. ირაკლი ჟორდანიას სახელთან დაკავშირებული ცენტრის საქმიანობა წლების განმავლობაში საქართველოს ბუნებრივი რესურსების, საწარმოო ძალებისა და ქვეყნის რეგიონული პოტენციალის შესწავლას უკავშირდებოდა. დღეს ჩვენი ამოცანაა, ეს გამოცდილება თანამედროვე კვლევით დღის წესრიგს დავუკავშიროთ. ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი გამოწვევები, რეგიონების განვითარების შესაძლებლობები და ქვეყნის საწარმოო პოტენციალის შეფასება კვლავ აქტუალური საკითხებია.
ამ მიმართულებით ცენტრი აგრძელებს კვლევით საქმიანობას და ცდილობს, მიღებული შედეგები თანამედროვე სამეცნიერო მოთხოვნებთან და ქვეყნის საჭიროებებთან იყოს შესაბამისობაში. ირაკლი ჟორდანიას 95 წლის იუბილე კი კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი წვლილი ქართული მეცნიერების განვითარებაში და ამავე დროს, დავინახოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მისი სახელობის სამეცნიერო ცენტრს დღეს აკისრია“.
– ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ლომსაძე
სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე წლისთავი და ცენტრის 48 წლის იუბილე კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ წარმოჩნდეს ის სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა და რომლის გაგრძელებაც თანამედროვე კვლევითი პროცესის ნაწილია.
„დღეს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ქვეყნის საწარმოო პოტენციალის შესწავლა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრა კიდევ უფრო აქტუალურია. ამ მიმართულებით ცენტრის კვლევებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან თანამედროვე სამეცნიერო კვლევა მხოლოდ არსებული რეალობის შესწავლას არ გულისხმობს, მისი მიზანია იმ ცოდნის შექმნა, რომელიც ქვეყნის განვითარების პროცესს დაეხმარება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები აქტიურად განაგრძობდნენ კვლევით საქმიანობას, თანამშრომლობდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებთან და მიღებული შედეგები კიდევ უფრო ფართო სამეცნიერო სივრცეში წარმოაჩინონ. ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრის ისტორია და მისი დღევანდელი საქმიანობა სწორედ იმ სამეცნიერო ტრადიციის გაგრძელებაა, რომლის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“.
– პროფესორი თამარ ლომინაძე
ცენტრის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას „სამეცნიერო ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 5-წლიანი (2022-2026 წწ.) პროექტის – „საქართველოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და რეგიონების (მხარეების) საწარმოო ძალების მდგრადი განვითარების პრობლემების კვლევა“ – ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო კვლევების შედეგების შესახებ, ანგარიში წარუდგინეს.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი – წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე რწმენის, სულიერი სიმტკიცის, თავდადებისა და სიკეთის მარადიული გამარჯვების სიმბოლოა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, წმინდა დიდმოწამე...
სტუ-ის რექტორი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა...
სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს ნინო წილოსანი ეწვია
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული გეოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი...
სტუ-ში ორგანიზაციის „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა – უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საკუთარ მისიას განიხილავს როგორც უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების, ასევე, ეროვნული ინტელექტუალური, კულტურული და საზოგადოებრივი ღირებულებების...
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი გუგუშვილი აირჩიეს
„თანამედროვე უნივერსიტეტი სწავლისა და პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბების გარემოა, სადაც სტუდენტურ თვითმმართველობას განსაკუთრებული ფუნქცია...
სტუ-ის რექტორი პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების...