სტუ-ის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ჰამბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში
22–26 ივნისს, გერმანიაში, ჰამბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (HAW Hamburg), Erasmus+ CBHE პროექტის „DIGITECH“ ფარგლებში საერთაშორისო ვორკშოპი და სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
ღონისძებაში სტუ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროექტის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი – პროფესორი კარლო კოპალიანი. დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში პროფესორი კარლო კოპალიანი შეხვდა ჰამბურგის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტს – პროფესორ აქსელ ვეიგენიტს და მის გუნდს. შეხვედრის შედეგად მხარეებმა განიხილეს ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ერთობლივი პროგრამების და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავების პერსპექტივები, სტუდენტების და პროფესორ- მასწავლებლების მოკლე ვადიანი ტრენინგ – პროგრამების განხორციელების გზები, ერთობლოვი კონფერენციები და თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები.
სტუ-ის სრულ დელეგაციას წარმოადგენდნენ – პროექტის ხელმძღვანელი, ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბორის გითოლენდია, ასევე, ფაკულტეტის პროფესორები ირინე უგრეხელიძე და თამარ ლოლაძე.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ პროექტის კონსორციუმის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები გერმანიიდან, სლოვენიიდან, სომხეთიდან და ყირგიზეთიდან.
სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა პარტნიორ უნივერსიტეტებში საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციის ხელშეწყობა, თანამედროვე ციფრული სასწავლო მიდგომების გაზიარება და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობების განხილვა.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტის ავიაციისა და საავტომობილო სისტემების ფაკულტეტის სასწავლო და კვლევით ლაბორატორიებს, ბიზნეს-ინოვაციების ლაბორატორიის (Business Innovation Lab – BIL) საქმიანობას, მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებულ პრაქტიკას, ასევე პროექტზე დაფუძნებული სწავლების (Project-Based Learning – PBL) მოდელებსა და საინჟინრო განათლებაში გამოყენებულ თანამედროვე სიმულაციურ მეთოდებს.
ვორკშოპების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების პროფილების განახლებას, სასწავლო მოდულების დიგიტალიზაციასა და სასწავლო პროცესში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციის შესაძლებლობებს.
პროექტის ფარგლებში, განხორციელებული ევროპული გამოცდილებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე დაგეგმილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის „მექანიკის ინჟინერია“ განახლება. პროგრამის განვითარების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასწავლო მოდულების ციფრული შესაძლებლობების გაფართოებას, თანამედროვე საინჟინრო ინსტრუმენტების ინტეგრაციასა და სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას.
სამუშაო კვირის ფარგლებში გაიმართა Erasmus+ CBHE პროექტ „DIGITECH“-ის მმართველი საბჭოს მეექვსე სხდომაც, რომლის მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის მიმდინარე შედეგები, განიხილეს შესრულებული სამუშაოები, დაგეგმილი აქტივობები და სამომავლო გეგმები.
პროექტი „DIGITECH“ („ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების დიგიტალიზაციაში“) მიზნად ისახავს რეგიონში „ინდუსტრია 4.0“-ისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე საინჟინრო განათლების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილია ახალი სასწავლო კურსების შემუშავება და დანერგვა, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ღონისძიებების განხორციელება, თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განახლება და პროექტის შედეგების პილოტირება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე.
აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს Erasmus+ CBHE პროექტ „DIGITECH“-ის მნიშვნელოვან ეტაპს და ემსახურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, ევროპული საგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებასა და საინჟინრო განათლების გაძლიერებას.
მსგავსი
სტუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ საერთაშორისო ფესტივალებიდან გრან-პრითა და სპეციალური პრიზით დაბრუნდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ „ხალხური ცეკვის 36-ე საერთაშორისო ფესტივალზე“ გრან-პრი მოიპოვა, ხოლო კვიპროსზე...
სტუ-ის დელეგაციამ KATAMARAN – MedTech Bridge პროექტის ფარგლებში პოლონეთის იან დლუგოშის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი გამართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის აქტიური ჩართულობით, NAWA-ს (Polish National Agency for Academic Exchange) მიერ დაფინანსებული პროექტის - KATAMARAN - MedTech...
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე DUNE ექსპერიმენტის ერთ-ერთ ლიდერს, პროფესორ რობერტო პეტის შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო პროექტის - აშშ-ის ფერმის ამაჩქარებლების ეროვნული ლაბორატორიის (Fermilab)...
სტუ-ში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის (შენსი, ჩინეთი) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები...
სტუ-ის მკვლევრები სამუშაო ვიზიტით ტვენტეს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევართა ჯგუფი პროფესორ პაატა კერვალიშვილის, ასოცირებული პროფესორების თამარ ბერბერაშვილისა და ლალი ჩახვაშვილის შემადგენლობით, Erasmus+...
სტუ-ის გუნდმა ერევანში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პირველ სტუდენტურ „B2B Sales“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის „LISS24“ პროექტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნულ პოლიტექნიკურ...

