სტუ-ს, QS Stars-ის საერთაშორისო შეფასებით, 3 ვარსკვლავი მიენიჭა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ტოპ 7.9%-ში შევიდა


საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა QS Stars-ის მკაცრი საერთაშორისო აუდიტი წარმატებით გაიარა და მსოფლიო შეფასების სისტემაში 3 ვარსკვლავი მოიპოვა, რაც შეფასების სკალაზე „კარგი“ კატეგორიის შესაბამისია. უნივერსიტეტის შედეგები უკვე ოფიციალურად აიტვირთა QS Stars-ის პლატფორმაზე.

შეფასების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე: საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმაღლესი  5-ვარსკვლავიანი, „საუკეთესო“ შეფასება აკადემიური განვითარების მიმართულებით მიიღო, მმართველობის ხარისხის სეგმენტში 4 ვარსკვლავით –  „ძალიან კარგი“ –  შეფასდა, ხოლო გლობალური საუნივერსიტეტო რეიტინგების ცენტრის უახლესი მონაცემებით,  მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ტოპ 7.9%-ში შევიდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ლელა ჩიქოვანის თქმით, QS Stars-ის შეფასების სისტემა მსოფლიოს უნივერსიტეტებს მრავალ კრიტერიუმზე დაყრდნობით აფასებს, მათ შორის აკადემიური განვითარების, სწავლების ხარისხის, მმართველობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების მიხედვით.

„QS Stars-ის საერთაშორისო შეფასების სისტემაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ 3 ვარსკვლავის მოპოვება ჩვენი უნივერსიტეტის განვითარების მნიშვნელოვანი აღიარებაა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აკადემიური განვითარების მიმართულებით უნივერსიტეტმა უმაღლესი, 5-ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო, ხოლო მმართველობის ხარისხის სეგმენტში 4 ვარსკვლავით შეფასდა. ეს შედეგები ადასტურებს, რომ უნივერსიტეტი თანმიმდევრულად მიჰყვება საერთაშორისო სტანდარტებს და ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მოთხოვნებს. QS Stars-ის აუდიტი მოიცავს უნივერსიტეტის საქმიანობის მრავალ ასპექტს და ეფუძნება ობიექტურ, საერთაშორისო კრიტერიუმებს, ამიტომ მიღებული შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე საერთაშორისო პოზიციონირების თვალსაზრისით. ეს წარმატება მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოების – აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციისა და სტუდენტების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გვაძლევს დამატებით მოტივაციას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა, აკადემიური ხარისხი და უნივერსიტეტის გლობალური ცნობადობა“.

 – ლელა ჩიქოვანი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის  შეფასებით, მიღებული შედეგი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, ინსტიტუციური განვითარების და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული მუშაობის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

„QS Stars-ის საერთაშორისო შეფასების სისტემაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ 3 ვარსკვლავის მოპოვება მნიშვნელოვანი ინსტიტუციური მიღწევაა, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი განვითარების სწორ გზაზე დგას და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულ ადგილს იკავებს. ეს შედეგი არის მრავალი წლის განმავლობაში განხორციელებული სისტემური რეფორმების, ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული თანმიმდევრული პოლიტიკისა და მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის ლოგიკური შედეგი.

განსაკუთრებით საამაყოა, რომ უნივერსიტეტმა აკადემიური განვითარების მიმართულებით უმაღლესი – 5-ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო. ეს მაჩვენებელი ნათლად ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სწავლების ხარისხის, თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებისა და აკადემიური გარემოს სრულყოფის მიმართულებით აღწევს. აკადემიური განვითარება უნივერსიტეტის საქმიანობის ფუნდამენტური საფუძველია და სწორედ ამ მიმართულებით მიღებული უმაღლესი შეფასება გვაძლევს იმის საფუძველს, ვთქვათ, რომ ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტები საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ თანხვედრაშია.

QS Stars-ის შეფასების მნიშვნელობა იმითაც განისაზღვრება, რომ იგი ეფუძნება უნივერსიტეტის საქმიანობის მრავალმხრივ ანალიზს და მოიცავს ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა აკადემიური გარემო, მმართველობა, სწავლება, საერთაშორისო თანამშრომლობა, კვლევითი საქმიანობა, სტუდენტური გამოცდილება და ინსტიტუციური განვითარება. შესაბამისად, მიღებული შედეგი წარმოადგენს არა მხოლოდ ცალკეული მიმართულებების შეფასებას, არამედ უნივერსიტეტის საერთო განვითარების საერთაშორისო აღიარებას.

მიღწეული შედეგი, უდავოდ, მნიშვნელოვანი და სასიხარულო აღიარებაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, თუმცა ჩვენ მას საბოლოო მიზნად არ განვიხილავთ. QS Stars-ის შეფასებამ დაგვანახა როგორც ჩვენი ძლიერი მხარეები, ისე ის მიმართულებები, სადაც განვითარების დამატებითი რესურსი და შესაძლებლობა არსებობს. თანამედროვე უმაღლესი განათლების სივრცე მუდმივ პროგრესსა და კონკურენციაზეა დაფუძნებული, ამიტომ უნივერსიტეტი არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას. პირიქით, ეს შედეგი ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, გავაძლიეროთ აკადემიური და კვლევითი საქმიანობა, კიდევ უფრო განვავითაროთ საერთაშორისო თანამშრომლობა, გავაუმჯობესოთ ინსტიტუციური მმართველობა და მომდევნო შეფასებებში უფრო მაღალი შედეგები ვაჩვენოთ. ჩვენი მიზანია, უნივერსიტეტი არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეშიც კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და გამორჩეული გახდეს. მიღწეული წარმატება ეკუთვნის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს, პროფესორს, მკვლევარსა და თანამშრომელს, რომელთა პროფესიონალიზმი, ერთგულება და ყოველდღიური შრომა ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც უნივერსიტეტის წარმატება შენდება. მადლობა  უნივერსიტეტის მთელ კოლექტივს, ჩვენს სტუდენტებსა და პარტნიორებს“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე

QS Stars აუდიტის შედეგების მიხედვით: საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა  Facilities (ინფრასტრუქტურის მიმართულება) მიიღო შეფასება – კარგი;  Academic Development (აკადემიური განვითარება) — საუკეთესო; Good Governance (კარგი მმართველობა) — ძალიან კარგი; Art- ხელოვნება — დამაკმაყოფილებელი;  Diversity, Equity & Inclusion (მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია) — დამაკმაყოფილებელი; Global Engagement (გლობალური ჩართულობა) — კარგი; Employability (დასაქმებულობა) — კარგი; Environmental Impact (გარემოსდაცვითო ზემოქმედება) — ძალიან კარგი. საერთო რეიტინგი: საერთაშორისო აღიარება — 3 ვარსკვლავი.


მსგავსი

სიახლეები

საერთაშორისო სტუდენტების გაცილების ღონისძიება სტუ-ში

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ ასწლოვან უმაღლეს საინჟინრო სკოლაში - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულებას....

სიახლეები

DUNE ექსპერიმენტის ერთ-ერთი ლიდერის, პროფესორ რობერტო პეტის საჯარო ლექცია სტუ-ში

„პროფესორ რობერტო პეტის ვიზიტი და მისი საჯარო ლექცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. როდესაც ჩვენს უნივერსიტეტს სტუმრობს მეცნიერი, რომელიც...

სიახლეები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...

სიახლეები

სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...

სიახლეები

„საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველმა კურსდამთავრებულებმა სადიპლომო ნაშრომები წარმატებით დაიცვეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ისინი არიან ახალი...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი,...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?