სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც უნივერსიტეტის 11 ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 700-ზე მეტი სტუდენტი, ასევე, ევროპის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მოწვეული უცხოელი სტუდენტები, მონაწილეობენ.
ღონისძიებას, რომელიც ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა, კონფერენციის მონაწილე სტუდენტები, მათი სამეცნიერო ხელმძღვანელები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, კონფერენციამ შემეცნებისა და მეცნიერების ირგვლივ გააერთიანა ახალგაზრდები, რომელთაც ცოდნის გაღრმავების, ახალი იდეების შემუშავების და კვლევითი საქმიანობის განვითარების სურვილი ამოძრავებთ. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, სწორედ ასეთი სტუდენტები ქმნიან უნივერსიტეტის ინტელექტუალურ ძალას და წარმოადგენენ იმ თაობას, რომელსაც შეუძლია თანამედროვე გამოწვევებზე ინოვაციური პასუხების მოძიება და ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროგრესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.
ვიცე-რექტორის განცხადებით, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, საკუთარი კვლევების შედეგები პროფესიულ საზოგადოებას წარუდგინონ, მიიღონ კომპეტენტური შეფასებები, ჩაერთონ აკადემიურ დისკუსიებში და განივითარონ კვლევითი უნარები. როგორც მან აღნიშნა, კონფერენციის მონაწილეთა მზარდი რაოდენობა და წარმოდგენილი თემატიკის მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალგაზრდებში მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება.
„ეს გამორჩეული ენთუზიაზმი და აქტიურობა ადასტურებს, რომ ჩვენი ახალგაზრდებისთვის მეცნიერება, კვლევა და ახალი იდეების ძიება პროფესიული ზრდის გზა და იმ გამოწვევებზე პასუხების პოვნის შესაძლებლობაა, რომელთა წინაშეც თანამედროვე საზოგადოება დგას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან სამეცნიერო საქმიანობით, იკვლევენ აქტუალურ საკითხებს, ავითარებენ ინოვაციურ მიდგომებს და ცდილობენ, საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც დარგის, ისე ქვეყნის განვითარებაში. სწორედ ასეთი ახალგაზრდა თაობა ქმნის ძლიერი, კონკურენტუნარიანი სახელმწიფოს საფუძველს.
სტუდენტთა 90-ე საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მზად არიან, საკუთარი ინტელექტუალური, შემოქმედებითი და კვლევითი პოტენციალი საზოგადოებისა და ქვეყნის წინსვლას მოახმარონ. მათ მიერ წარმოდგენილი ნაშრომები და იდეები მომავლის განვითარების, ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციების შექმნის მნიშვნელოვანი რესურსია. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ აუდიტორიაში სხედან ის ახალგაზრდები, რომლებიც ხვალინდელ დღეს ახალი აღმოჩენებით, წარმატებული პროექტებითა და მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევებით განსაზღვრავენ“.
– პროფესორი თამარ წერეთელი
სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სასესიო მუშაობას 5 ივნისიდან დაიწყებს და 20 ივნისს დაასრულებს. კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი, 10 ივლისს გაიმართება.
მსგავსი
სტუ-ის მაგისტრანტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ერთწლიანი სტაჟირება გაიარა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, გამოყენებითი გეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის, მეორე კურსის სტუდენტმა ელენე ჩიკვილაძემ საერთაშორისო...
სტუ-ის სტუდენტები და პროფესორები ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტები და პროფესორები...
სტუ-ის სტუდენტმა რაჭაში ზედა ცარცული ნალექების ბიოსტრატიგრაფიული კვლევა ჩაატარა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა რაჭაში საველე-გეოლოგიური კვლევა ჩაატარა. სტუდენტმა რატი რაჭველიშვილმა კვლევა...
სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ისინი ერთთვიანი პრაქტიკული...
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე AI ჰაკათონი – „BrainHack-AI 2026“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ჰაკათონს - „BrainHack-AI 2026“ უმასპინძლა. ინტენსიურ, დინამიკურ და...