სტუ-ში, იტალიური ენის XXIV მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია – „იტალიური ენა და წიგნი – სამყარო აბზაცებს შორის“, გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის XXIV მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო პროექტის – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე „დანტეს კაბინეტის“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტებისთვის იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების შეთავაზება“, პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება, იტალიური ენის XXIV კვირეულისა და პროექტის პარტნიორი ინსტიტუციის ხელმძღვანელის სტატუსით ესწრებოდა იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონო, საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენელი, ნინო კილოსანიძე, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც რექტორმა აღნიშნა, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტში მიმდინარე ერთობლივი საერთაშორისო პროექტები იტალიის საელჩოსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.

„ჩვენი ინიციატივით, დანტე ალეგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის უშუალო ჩართულობით და იტალიაში საქართველოს საელჩოს თანადგომით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უკვე მეორე წელია, წარმატებით ფუნქციონირებს ჰიბრიდული დიდაქტიკური ცენტრი – „დანტეს კაბინეტი“, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ხარისხიანი სწავლების ინტერდისციპლინური უფასო კურსები. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს შეუძლია მიმართოს უნივერსიტეტს და უსასყიდლოდ შეისწავლოს იტალიური ენა.
იტალიური ენის XXIV მსოფლიო კვირეული სლოგანით – „იტალიური ენა და წიგნი – სამყარო აბზაცებს შორის“, მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩართულია ამ პროცესში. საერთაშორისო პროექტის პირველი ციკლი 2022 წელს დაფინანსდა დანტე ალიგიერის საზოგადოების მიერ და მის წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ამ საერთაშორისო პროექტის, ამჯერად, უკვე მეორე ციკლის ოფიციალურად გახსნისთვის. მადლობას მოვახსენებ იტალიის მთავრობას, საქართველოში იტალიის საელჩოს, იტალიაში საქართველოს საელჩოს, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს და წარმატებებს ვუსურვებ როგორც მათ, ასევე, ჩვენს სტუდენტებს”, – აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
„პატივი მაქვს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს გადავცე დანტე ალიგიერის საზოგადოების პრეზიდენტის, ანდრეა რიკარდისა და გენერალური მდივნის, ალესანდრო მაზის გულითადი მოკითხვა. რაც მთავარია, მათი მხრიდან დიდი მხარდაჭერა ერთობლივი საერთაშორისო პროექტის მიმართ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აკადემიკოსი დავით გურგენიძე წარმატებული, საუკუნოვანი ტრადიციებისა და მაღალი საერთაშორისო რეიტინგების მქონე უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ევროპულ სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოების მიმართულებით ყველა პირობას უქმნის. მადლობა მას!
მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, სტუდენტები ქვეყნიდან გაუსვლელად, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ შესაბამისი დონის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო ატესტატს – ADA – მიიღებენ. დარწმუნებული ვარ, სწავლების მეორე ციკლის დახურვის ცერემონიაზე, როგორც ეს იყო პირველ შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საქართველოში იტალიის ელჩი, რომიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად, გადასცემენ ატესტატებს. პროექტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს იტალიური ენის კომპეტენციის ნებისმიერ დონეზე ჩააბარონ გამოცდები ოფიციალურად აღიარებულ ჩვენს საგამოცდო ცენტრში, რომელიც ერთადერთია ამიერკავკასიაში და მოიპოვონ იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი PLIDA, რომელიც წარმოადგენს დიპლომს ენაში, ისევე როგორც ტოეფელი, დელფი, დალფი და სხვა.
დანტე ალიგიერის საზოგადოების ბარათის მოპოვებით, სტუდენტები ხდებიან ამ სახელოვანი საზოგადოების საერთაშორისო ქსელის წევრები, აქვთ წვდომა დანტე ალიგიერის საზოგადოების ციფრულ პლატფორმაზე – Dante.Global – განთავსებულ მრავალფეროვან კონტენტზე, იქნება ეს სასწავლო მასალები, თუ ნებისმიერი სიახლე განათლების, სამეცნიერო კვლევების, იტალიური კულტურის, ტრადიციებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროების შესახებ. ისინი, საჭიროების შემთხვევაში, შეძლებენ ისარგებლოთ ონლაინ გაკვეთილების სერვისით. ,,დანტეს“ საწევრო ბარათით შესაძლებელია უფასოდ მოინახულონ იტალიის სახელმწიფო მუზეუმები, ხოლო ვატიკანის მუზეუმები კი – რიგში დგომის გარეშე. სტუდენტები სარგებლობენ შეღავათებით პარტნიორი კომპანიების მომსახურებით, როგორც იტალიაში, ასევე, საქართველოში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, როგორიცაა წიგნის მაღაზიები, თეატრები, ლიტერატურული კლუბები.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, საქართველოში იტალიის ელჩს, მის აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონოს, საელჩოს კულტურის განყოფილების თანამშრომელს, ქალბატონ ნინო კილოსანიძეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ადმინისტრაციას, ვიცე-რექტორებს თამარ წერეთელს და თამარ ლომინაძეს, კანცლერს, პროფესორ კარლო კოპალიანს, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ ლავრენტი გუდავაძეს, ბატონ დავით კუჭაიძეს და მრავალ სხვა კოლეგას, რომლებიც მუდამ მზად არიან დახმარებისთვის, დიდი მადლობა თბილისის დანტე ალიგიერის საზოგადოების კოლეგებს, გმადლობთ ყველას და წარმატებები ჩვენს მსმენელებს!”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ნინო ცერცვაძემ.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორსა და ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან კოლაბორაცია იტალიასა და საქართველოს შორის ხელმოწერილი კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის აღმასრულებელი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იტალიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ინტენსიური ხასიათი და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის გაზრდილი ურთიერთობები, რაც საერთო ჯამში, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისა და მეგობრობის განმტკიცების გარანტიაა”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში მასიმილიანო დ’ანტუონომ.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის,...
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...