სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი), ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონს ზამთრის ცურვაში, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტს, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორს, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსან ჰენრი კუპრაშვილს და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, წარმატებებს უსურვებს.

„ბატონ ჰენრის ვულოცავ დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

80 წელი არის განვლილი ცხოვრების, პროფესიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის, მიღწევების, დამსახურებების შეჯამების ეტაპი და ამავდროულად მომავალი წარმატებების დასაწყისიც.

ჰენრი კუპრაშვილის მემკვიდრეობა განსაკუთრებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთ ადამიანში ჰარმონიულად გაერთიანდეს მეცნიერი და პედაგოგი, ისტორიკოსი და ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, საზოგადო მოღვაწე და  სპორტსმენი. მისი მოღვაწეობის თითოეული მიმართულება პროფესიონალიზმით, მიზანდასახულობით, შეუპოვრობითა და საკუთარი საქმისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰენრი კუპრაშვილის პედაგოგიური და აკადემიური მოღვაწეობა არის მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს ცოდნისა და გამოცდილების თაობიდან თაობისთვის გადაცემის კულტურა. მისი ბიოგრაფია ცხადყოფს, რომ წარმატება მხოლოდ ერთი სფეროს მიღწევებით არ განისაზღვრება. ადამიანის ნამდვილი ღვაწლი სწორედ მრავალმხრივობაში, საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში და იმ ფასეულობებში ვლინდება, რომელთა საფუძველზეც ქვეყანა, მეცნიერება, განათლება და სპორტი ვითარდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ჰენრი კუპრაშვილს კიდევ ერთხელ გულითადად ვულოცავ  საიუბილეო თარიღს და ვუსურვებ, მომავალშიც ენერგიითა და  შემართებითა გააგრძელოს საქმიანობა, ღირსეულად ემსახუროს მეცნიერებას, განათლებას, ქართულ სპორტსა და საზოგადოებას, ახალი გამარჯვებებით გაამდიდროს საკუთარი და საქართველოს წარმატებების ისტორია და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იყოს ახალგაზრდა თაობებისთვის შრომისმოყვარეობის და პროფესიონალიზმის ღირსეული მაგალითი“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე

ცნობისთვის,, ჰენრი კუპრაშვილი 5 მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოს, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, პრესაში გამოქვეყნებული 400-ზე მეტი სტატიის, ინტერვიუსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული 50-ზე მეტი მოხსენების ავტორია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 15-ზე მეტი სადოქტორო დისერტაცია. იგი არის სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განხორციელებული მულტი და ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო თეორიულ-პრაქტიკულ ღონისძიებათა პროექტის  „პოლიტიკა სამსჯავროზე“, ავტორი და ხელმძღვანელი.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

Placeholder
სიახლეები

იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...

მემორანდუმი

სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?