UNI4VERSE FINEDU – ინოვაციური კონკურსი სტუდენტებისთვის დაიწყო

სამეცნიერო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE FINEDU იწყება, რომლის თემა ფინანსური განათლებაა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

მონაწილეები იმუშავებენ რეალურ ფინანსურ გამოწვევებზე, შექმნიან ინოვაციურ პროტოტიპებს ხელოვნური ინტელექტისა და IT ინსტრუმენტების გამოყენებით და მიიღებენ პროფესიულ მენტორობას.

კონკურსის მიმართულებები მოიცავს ფინანსურ უსაფრთხოებას, ყოველდღიურ ფინანსებს, გრძელვადიან დაგეგმვას, ფინანსური სერვისების ინტეგრაციასა და მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადების მართვას.

მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 17 წლის და უფროსი ასაკის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტს (ნებისმიერი ფაკულტეტიდან).
  • რეგისტრაცია მიმდინარეობს გუნდურად (2-4 სტუდენტი +1 მენტორი).
  • შიდა კონკურსის შედეგად გამოვლინდება თითოეული უნივერსიტეტის 1 ფინალისტი გუნდი (+ მენტორი).

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი.

კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

აქციეთ თქვენი იდეა ინოვაციურ გადაწყვეტად – დარეგისტრირდით და წარმოაჩინეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური პოტენციალი!


მსგავსი

სამეცნიერო

მასალათა კვლევის თანამედროვე სამეცნიერო სივრცე სტუ-ში

„თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მასალათა კვლევის ცენტრი გვაძლევს შესაძლებლობას, სამეცნიერო კვლევები კიდევ უფრო დავაახლოოთ...

სამეცნიერო

23 ივლისი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეა

27 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული სამეცნიერო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები უმნიშვნელოვანესი საინჟინრო და...

სიახლეები

სტუ-ის დოქტორანტი რომან ცერცვაძე სალექციო კურსს საფრანგეთის წამყვან საინჟინრო უნივერსიტეტში წაიკითხავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი, რომან ცერცვაძე, საფრანგეთში, Toulouse INP - ENSEEIHT (N7)  უნივერსიტეტში სალექციო კურსს...

სიახლეები

განახლებადი ენერგიების ახალი ლაბორატორია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ERASMUS+ Capacity Building in Higher Education (CBHE)-ის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული საერთაშორისო პროექტის - „ევროპული ენერგოეფექტურობა...

სამეცნიერო

სტუ-ში დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივნის, პროფესორ ალესანდრო მაზის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დანტეს საერთაშორისო დღის - Dantedì 2026-ის  პროგრამის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალურმა მდივნმა, პროფესორმა ალესანდრო მაზიმ თემას...

სამეცნიერო

სტუ-ის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ადმინისტრაცია ღია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ენობრივი მოდელირების...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?