სტუ-ის სტუდენტმა რაჭაში ზედა ცარცული ნალექების ბიოსტრატიგრაფიული კვლევა ჩაატარა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა რაჭაში საველე-გეოლოგიური კვლევა ჩაატარა.

სტუდენტმა რატი რაჭველიშვილმა კვლევა – „რაჭის რეგიონში (კრიხის მიმდებარე ტერიტორია) ზედა ცარცული ნალექების ბიოსტრატიგრაფიული კვლევა“, გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვების შედეგად მოპოვებული დაფინანსების ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრიხის მიმდებარედ ჩაატარა.

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითერების ფაკულტეტის დეკანის თქმით, გამყრელიძის ტექტონიკური დარაიონების სქემის მიხედვით, ტერიტორია, რომელიც რატი რაჭველიშვილმა გამოიკვლია მიეკუთვნება გაგრა-ჯავის ზონის რაჭის დაძირვის ქვეზონას, ფაციალური კომპლექსების მიხედვით  აფხაზეთ-რაჭის სტრუქტურულ-ფაციალურ ტიპს.

როგორც პროფესორი ნოე ხოზრევანიძე აცხადებს, ჭრილი წარმოდგენილია კარბონატული ნალექებით – ღია ნაცრისფერი, თეთრი და მოყვითალო შეფერილობის კირქვებითა და მერგელებით.

„მსგავსი კვლევების მნიშვნელობა, პირველ რიგში, იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა უშუალოდ საველე პირობებში გამოიყენოს. რატი რაჭველიშვილის მიერ ჩატარებული კვლევა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასწავლო-პრაქტიკული თვალსაზრისით, არამედ რეგიონის გეოლოგიური აგებულებისა და ზედა ცარცული ნალექების უკეთ შესწავლისთვის. რაჭის რეგიონი გეოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებულად საინტერესო ტერიტორიაა, აქ არსებული ქანების, ნალექების, მათი ფაუნისტური შემადგენლობისა და სტრატიგრაფიული თავისებურებების კვლევა საშუალებას გვაძლევს, უფრო სრულყოფილად აღვადგინოთ რეგიონის გეოლოგიური განვითარების ისტორია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კვლევა სტუდენტის დამოუკიდებელი სამეცნიერო მუშაობის ფარგლებში განხორციელდა. ასეთი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდა გეოლოგების პროფესიულ განვითარებას, კვლევითი უნარების ჩამოყალიბებას და მომავალში უფრო მასშტაბური სამეცნიერო სამუშაოებისთვის მომზადებას. ჩვენი მიზანია, სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რეალურ გეოლოგიურ გარემოში იმუშაონ, გამოიკვლიონ საინტერესო ობიექტები და მიღებული შედეგები სამეცნიერო საზოგადოებას გააცნონ“.

 – პროფესორი ნოე ხოზრევანიძე

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტის განცხადებით, საველე ეტაპზე ჩატარდა საკვლევი ჭრილის დეტალური დოკუმენტირება, დაფიქსირდა GPS კოორდინატები და მოხდა ფოტოგადაღება.

„კვლევის სამეცნიერო მიზანია შეგროვებული მასალის საფუძველზე, ლაბორატორიულ პირობებში მიკროფაუნის გამოყოფა და დეტალური შესწავლა, ხოლო კვლევის საბოლოო მიზანია ჭრილის დეტალური ბიოსტრატიგრაფიული დანაწილება და ზონური ერთეულების გამოყოფა, რეგიონის პალეოგეოგრაფიული და პალეოკლიმატური სურათის აღდგენა, ობიექტის მეცნიერული, საგანმანათლებლო და გეოტურისტული პოტენციალის (გეომემკვიდრეობის) შეფასება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩატარებული საველე სამუშაოები მყარ საფუძველს ქმნის რაჭის ტერიტორიაზე ცარცული ნალექების შემდგომი, უფრო მასშტაბური და მიზანმიმართული შესწავლისათვის“.

– სტუდენტი რატი რაჭველიშვილი


მსგავსი

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ისინი ერთთვიანი პრაქტიკული...

სიახლეები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...

სტუდენტური აქტივობები

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე AI ჰაკათონი – „BrainHack-AI 2026“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ჰაკათონს -  „BrainHack-AI 2026“  უმასპინძლა. ინტენსიურ, დინამიკურ და...

სტუდენტური აქტივობები

„ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ქართულ-ირლანდიური ცენტრის ინიციატივით, „ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გამართა, რომელიც...

სტუდენტური აქტივობები

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას” – სტუ-ის სტუდენტი

„როდესაც უნივერსიტეტის არჩევის ეტაპზე ვიყავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მიმართულების მოძიება, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მომცემდა. სწორედ...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ საიუბილეო თარიღი აღნიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის ლაურეატმა, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?