სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა იცნობდეს ილიას მემკვიდრეობას, იაზრებდეს მის გზას და იმ ღირებულებებს, რომლებზეც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში იდგა. წიწამურში ყოფნას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს არის ადგილი, სადაც ილიას სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა, მაგრამ მისი იდეები არ დასრულებულა. პირიქით, ილიას გზა გაგრძელდა და დღეს მისი გაგრძელება, პირველ რიგში, განათლებულ, თავისუფალ და პატრიოტ თაობას შეუძლია“, – ამის შესახებ სტუ-ის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე გიორგაძემ, წიწამურში, ილია მართლის სახელობის ტაძარში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიოს სამართლის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ივანე გიორგაძე, კულტურის და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბაბუნაშვილი, სპორტის განყოფილების უფროსი თორნიკე შენგელია, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტური სერვისების უფროსი თორნიკე თუთაშვილი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტრტის სტუდენტური სერვისების ხელმძღვანელი არჩილ ბაბუნაშვილი და სტუდენტები, ილია მართლის სახელობის ტაძარში ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 119 წლისთავისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრნენ, ილიას მკვლელობის ადგილი ყვავილებით შეამკეს და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ილია ჭავჭავაძის განსაკუთრებული ღვაწლი ქართული ეროვნული თვითშეგნების, განათლების, კულტურისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებაში.
„ილიას გზა სხვადასხვა თაობისთვის სხვადასხვაგვარად იკითხება, თუმცა მისი მთავარი სათქმელი უცვლელია – ქვეყნის სამსახური ცოდნით, შრომითა და პასუხისმგებლობით. სწორედ ამ გზაზე უნდა იაროს ახალგაზრდობამ, თუ გვინდა, რომ ილიას მიერ დამკვიდრებული იდეები ცოცხალ მემკვიდრეობად დარჩეს და არა მხოლოდ ისტორიის ნაწილად. დღეს წიწამურში ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, ილიას მემკვიდრეობას არა მხოლოდ ისტორიული ფაქტების, არამედ იმ ღირებულებების – განათლების, თავისუფალი აზროვნების, სამართლიანობის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საკუთარი ქვეყნის სამსახურის – ჭრილში გაცნობოდნენ, რომლებიც ილია მართლის მოღვაწეობის საფუძველს წარმოადგენდა. ილიას გზა სწორედ მაშინ გრძელდება, როდესაც მისი იდეები ჩვენი ყოველდღიური არჩევანისა და მოქმედების საფუძველი ხდება“.
– ასოცირებული პროფესორი ივანე გიორგაძე
მსგავსი
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....
UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში
GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს. საქართველოს ტექნიკურ...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ და აფხაზურ ენებზე საერთაშორისო კონფერენციის თეზისების კრებული გამოსცა
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად შექმნა შესაძლებლობა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო კომუნიკაცია ქართულ და აფხაზურ ენებზე განხორციელებულიყო, ხოლო კონფერენციის თეზისების კრებული...