სტუ-ის სტუდენტები და პროფესორები ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტები და პროფესორები საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრები და საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა. მონაწილეებმა ყურადღება ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლასა და მათი დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თქმით, კვირიკეს ეკლესიაში ჩატარდა სამუშაო პროცესი, რომლის ფარგლებშიც არქიტექტურისა და არქეოლოგიის მიმართულებების სტუდენტებმა და პროფესორებმა ძეგლის ისტორიულ-არქიტექტურული და არქეოლოგიური მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.
როგორც ასოცირებული პროფესორი თამარ ჭანტურია აცხადებს, ლექცია-სემინარებზე განხილეს საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის, ქართული საეკლესიო არქიტექტურისა და კულტურული ძეგლების კვლევისა და შენარჩუნების საკითხები.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უკვე ერთი წელია მიმდინარეობს ღონისძიებათა ციკლი, რომელიც ეძღვნება საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პროექტში სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ჯგუფს ხელმძღვანელობდა არქიტექტურის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ბესარიონ ტატიშვილი. ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორი თამარ ჩუბინიძე და სახვითი ხელოვნების მიმართულების პროფესორი მაია სეხნიაშვილი. ჯგუფში არქეოლოგიის მიმართულების ოთხი და არქიტექტურის მიმართულების ხუთი სტუდენტი იყო. ასეთი შემადგენლობა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლა სწორედ არქიტექტურის, ხელოვნებისა და არქეოლოგიის მიმართულებების ურთიერთთანამშრომლობას მოითხოვს.
ვიზიტის ფარგლებში კვირიკეს ეკლესიაში ჩატარებულმა სამუშაომ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, უშუალოდ ადგილზე გაცნობოდნენ ძეგლის ისტორიულ და არქიტექტურულ თავისებურებებს. განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ლექცია-სემინარებიც, სადაც პროფესორებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა ისაუბრეს ქართული ქრისტიანული მემკვიდრეობის, საეკლესიო არქიტექტურისა და არქეოლოგიური კვლევების მნიშვნელობაზე. მსგავსი ფორმატის შეხვედრები სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გამოცდილება, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებაში აუცილებლად დაეხმარებათ“.
– ასოცირებული პროფესორი თამარ ჭანტურია
საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართული საეკლესიო არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო შესწავლას. ამ თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაც გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქართული სასულიერო არქიტექტურის ისტორიული მნიშვნელობისა და მისი თანამედროვე გარემოში დაცვის საკითხების განხილვა იყო.
მსგავსი
სტუ-ის სტუდენტმა რაჭაში ზედა ცარცული ნალექების ბიოსტრატიგრაფიული კვლევა ჩაატარა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა რაჭაში საველე-გეოლოგიური კვლევა ჩაატარა. სტუდენტმა რატი რაჭველიშვილმა კვლევა...
სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ისინი ერთთვიანი პრაქტიკული...
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე AI ჰაკათონი – „BrainHack-AI 2026“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ჰაკათონს - „BrainHack-AI 2026“ უმასპინძლა. ინტენსიურ, დინამიკურ და...
„ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ქართულ-ირლანდიური ცენტრის ინიციატივით, „ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გამართა, რომელიც...
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას” – სტუ-ის სტუდენტი
„როდესაც უნივერსიტეტის არჩევის ეტაპზე ვიყავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მიმართულების მოძიება, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მომცემდა. სწორედ...