კილის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი სტუ-ში


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით, პროექტის – “Building Enterprise-Driven Transnational Education Between The UK And Georgia: Embedding Authentic Pedagogy At Keele Business School And Georgian Technical University” ფარგლებში, კილის უნივერსიტეტის პროფესორები კოლინ რიგბი და გულამ სორვარი იმყოფებიან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ერთობლივმა საპროექტო განაცხადმა – “Building Enterprise-Driven Transnational Education Between The UK And Georgia: Embedding Authentic Pedagogy At Keele Business School And Georgian Technical University” – ბრიტანეთის საბჭოს ტრანსნაციონალური განათლების საძიებო საგრანტო კონკურსში (TNE 2025–2051) გაიმარჯვა და შესაბამისი დაფინანსება მოიპოვა.

როგორც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი აცხადებს, კოლინ რიგბის და გულამ სორვარის ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე გამართული სასწავლო სემინარი – „საწარმოზე დაფუძნებული სწავლებისა და ავთენტური პედაგოგიკის მეთოდები აკადემიური პერსონალისთვის“ (Enterprise-Infused Teaching and Authentic Pedagogy Methods for Academic Staff).

ასოცირებული პროფესორის ბორის გითოლენდიას თქმით, სემინარის მიზანია აკადემიური პერსონალისთვის თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების გაცნობა და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირების შესაძლებლობების განხილვა.

„კილის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პროექტით გათვალისწინებული არაერთი სამუშაო და აკადემიური ღონისძიება, რითაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის იმპლემენტაცია ოფიციალურად დაიწყო. ბრიტანელმა პროფესორებმა საქმიანი შეხვედრა გამართეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფესორ თამარ ლომინაძესთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების და გლობალური აკადემიური ჩართულობისა და ინსტიტუციური ცნობადობის დეპარტამენტების წარმომადგენლები. შეხვედრაზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კილის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით, განხილული და დაგეგმილი იქნა სამომავლო საგრანტო, აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები, მათ შორის ახალი ერთობლივი პროექტების, აკადემიური ინიციატივებისა და პარტნიორული შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივები“.

 – ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია

სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის მრავალწლიანი თანამშრომლობა მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის როგორც მიმდინარე პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის, ისე სამომავლოდ ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განვითარებისთვის.

„კილის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო გააძლიეროს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობა, დანერგოს სწავლების თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული მეთოდები და განავითაროს   წარმოების რეალურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო შესაძლებლობები. პროექტი ხელს შეუწყობს საწარმოზე დაფუძნებული და ავთენტური პედაგოგიკის თანამედროვე მეთოდების გაცნობასა და აკადემიურ გარემოში მათ დანერგვას. ამასთან, ინიციატივა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერას და სტუდენტებისთვის პრაქტიკულ გარემოსთან უფრო მჭიდროდ დაკავშირებული სასწავლო გამოცდილების შექმნას“.

 – პროფესორი თამარ ლომინაძე

ბრიტანეთის საბჭოს TNE 2025/2051 საგრანტო პროექტი – „გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის საწარმოზე ორიენტირებული ტრანსნაციონალური განათლების განვითარება: ავთენტური პედაგოგიკის ინტეგრირება კილის ბიზნესის სკოლასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“ ითვალისწინებს არაერთ აკადემიურ, პრაქტიკულ და ინსტიტუციურ აქტივობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება, ისე საგანმანათლებლო პროცესში საწარმოსთან დაკავშირებული პრაქტიკული კომპონენტების ინტეგრირება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. პროექტი 2027 წლის აგვისტოში დასრულდება.

პროექტის მიზანია საქართველოში საწარმოზე ორიენტირებული სწავლების განვითარება, დიდი ბრიტანეთის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ავთენტური პედაგოგიკის თანამედროვე მეთოდების დანერგვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროექტის ძირითადი შედეგების საპილოტე განხორციელება დაგეგმილია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, ხოლო პროექტის ძირითად ბენეფიციარს წარმოადგენს „სამეწარმეო მენეჯმენტის“ სამაგისტრო პროგრამა.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

საერთაშორისო ვიზიტები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ICSCCW-2026 სტუ-ში

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციის მასპინძლობა. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებსა და მკვლევრებს და...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის მეცნიერთა დელეგაციამ ვალენსიის უნივერსიტეტში გაართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, პროფესორების - ირმა ინაშვილის, ზაალ ცინაძის, ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ბზიავას და ახალგაზრდა მკვლევარის,...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ საერთაშორისო ფესტივალებიდან გრან-პრითა და სპეციალური პრიზით დაბრუნდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ „ხალხური ცეკვის 36-ე საერთაშორისო ფესტივალზე“ გრან-პრი მოიპოვა, ხოლო კვიპროსზე...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის დელეგაციამ KATAMARAN – MedTech Bridge პროექტის ფარგლებში პოლონეთის იან დლუგოშის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის აქტიური ჩართულობით, NAWA-ს (Polish National Agency for Academic Exchange) მიერ დაფინანსებული პროექტის - KATAMARAN - MedTech...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე DUNE ექსპერიმენტის ერთ-ერთ ლიდერს, პროფესორ რობერტო პეტის შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო პროექტის - აშშ-ის ფერმის ამაჩქარებლების ეროვნული ლაბორატორიის (Fermilab)...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?