სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის, დიზაინერის, ბიბლიოფილისა და საზოგადო მოღვაწის, პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მრავალრიცხოვან კოლეგებს. პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალებით ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა გამორჩეული შემოქმედი, რომლის ცხოვრება დაკავშირებული იყო ქართული სიტყვის, კულტურის, წიგნისა და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვასთან.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებთ პაატა ნაცვლიშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.
პაატა ნაცვლიშვილის მრავალმხრივი შემოქმედებითი და პროფესიული გზა ათწლეულების განმავლობაში ქართული სიტყვის, წიგნის, ჟურნალისტიკისა და ეროვნული კულტურის სამსახურს უკავშირდებოდა. იგი ერთდროულად იყო ჟურნალისტი და მწერალი, პოეტი და მხატვარი, რედაქტორი და გამომცემელი, დიზაინერი და მკვლევარი, ბიბლიოფილი და ფილატელისტი. ამ მრავალფეროვან საქმიანობას კი ერთი მთავარი მიზანი აერთიანებდა – ქართული კულტურული მეხსიერების შექმნა და დაცვა.
პაატა ნაცვლიშვილის მოღვაწეობიდან ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების მოღვაწეობის შესახებ, იმდენად, რამდენადაც სწორედ ეს ორი ბუმბერაზი პიროვნებაა მჭიდროდ დაკავშირებული საქართველოში საინჟინრო განათლების, ტექნიკური აზროვნებისა და ქართული საინჟინრო სკოლის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიასთან. მის მიერ ნიკოლაძეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლა განსაკუთრებით ფასეულია ჩვენთვის, რადგან ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებრივი და ტექნიკური აზროვნება, ხოლო გიორგი ნიკოლაძის სამეცნიერო, საინჟინრო, სპორტული და საგანმანათლებლო მოღვაწეობა იმ ინტელექტუალური მემკვიდრეობის ნაწილია, რომლის გაგრძელებასა და განვითარებას დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ემსახურება.
პაატა ნაცვლიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვისი დამსახურებითაც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ნიკო და გიორგი ნიკოლაძეები მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე შემორჩენილი სახელები კი არა, დიდი ქართული ინტელექტუალური და საინჟინრო ტრადიციის ფუძემდებლები და სათავეებთან მდგომი მეცნიერები არიან.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...