ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამგზავრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
ახალგაზრდობის სააგენტო, ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში სტუდენტებისთვის ახალგაზრდულ ბანაკს მართავს.
წლევანდელი ზაფხულის სეზონზე ანაკლიის ბანაკი სტუდენტთა 13 ნაკადს უმასპინძლებს.
მონაწილეთა შერჩევა პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით განხორციელდება.
ბანაკის 5-დღიანი პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისკენ მიმართულ საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში.
პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით განხორციელდება.
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მონაწილეობისთვის იწვევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 18-24 წლის ასაკის 240 სტუდენტს (გენდერული ბალანსის დაცვით).
პროექტი მიმდინარე წლის 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, სტუდენტთა პირველი ნაკადი კი ანაკლიაში 6 ივლისს გაემგზავრება და 10 ივლისის ჩათვლით დარჩება.
ბანაკში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ სტუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას და სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს.
ახალგაზრდული ბანაკებისა და სხვა ახალგაზრდული სერვისების შესახებ ინფორმაცია იხილეთ გვერდებზე:
ახალგაზრდობის სააგენტო •Youth Agency და ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი • Anaklia Youth Camp
მსგავსი
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....
UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში
GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს. საქართველოს ტექნიკურ...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ და აფხაზურ ენებზე საერთაშორისო კონფერენციის თეზისების კრებული გამოსცა
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად შექმნა შესაძლებლობა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო კომუნიკაცია ქართულ და აფხაზურ ენებზე განხორციელებულიყო, ხოლო კონფერენციის თეზისების კრებული...
პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლას სთავაზობს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესასწავლად იწვევს. ლიეტუვური ენისა...