აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc, ჩინეთი) პრეზიდენტს, აკადემიკოს ელჩინ ხალილოვს და იმავე აკადემიის აკადემიკოსს თამილა ხალილოვას შეხვდა.
შეხვედრას სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორები, ფაკულტეტების დეკანის მოადგილეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მხარეებმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, სამეცნიერო და აკადემიური კავშირების გაფართოება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში პროფესორმა თამარ ლომინაძემ სტუმარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალი, კვლევითი შესაძლებლობები და საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სამეცნიერო და აკადემიურ მიმართულებებს, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განვითარების თვალსაზრისით პერსპექტიულია.
სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში აქტიური ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. პროფესორ თამარ ლომინაძის შეფასებით, საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს, გააფართოოს პარტნიორული ქსელი, ხელი შეუწყოს მკვლევართა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ ურთიერთობებს და შექმნას ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო კვლევითი ინიციატივებისთვის.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოსა და აზიის ქვეყნების აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის მკვლევართა კავშირების გაფართოების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლოდ ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.
პროფესორ თამარ ლომინაძის განმარტებით, აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მხარეებისთვის, უკეთ გაეცნონ ერთმანეთის სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას, გამოკვეთონ საერთო ინტერესები და განსაზღვრონ თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უფრო ისეთ სფეროებში, რომლებიც თანამედროვე ინჟინერიის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას განსაზღვრავს. აზიის მეცნიერებათა აკადემიასთან მჭიდრო ურთიერთობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, მკვლევართა პროფესიული კავშირების გაღრმავებისა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა თანამშრომლობის იმ მიმართულებების გამოკვეთა, სადაც საინჟინრო მეცნიერებები და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთიანდება და ქმნის საფუძველს ახალი ცოდნის, ინოვაციური მიდგომებისა და პრაქტიკული სამეცნიერო შედეგების მისაღებად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი პირველად ეწვია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და შესაძლებლობა მოგვცა, გამოგვეკვეთა ერთმანეთის სამეცნიერო და აკადემიურ პოტენციალი, კვლევით პრიორიტეტები და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, გვემსჯელა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ქმნის მყარ საფუძველს გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული საერთაშორისო პარტნიორობისთვის, რომელიც მომავალში აისახება კონკრეტულ ერთობლივ კვლევით პროექტებში, ტექნოლოგიურ ინიციატივებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებაში“.
– პროფესორი თამარ ლომინაძე
აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ელჩინ ხალილოვმა დადებითად შეაფასა სტუ-ის ვიცე-რექტორთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება აკადემიისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულებაა.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტი და ვიცე-რექტორ, პროფესორ თამარ ლომინაძესთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი საინჟინრო სკოლაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით, რომელსაც მრავალწლიანი აკადემიური და სამეცნიერო ტრადიციები აქვს. უნივერსიტეტის საერთაშორისო ავტორიტეტზე მეტყველებს მისი აქტიური თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებთან როგორც ჩინეთში, ისე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებას უკავშირდება. ვფიქრობ, აზიის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს და ერთობლივი კვლევითი პროექტები, აკადემიური გაცვლები და საერთაშორისო სამეცნიერო ინიციატივები ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს“,
– აკადემიკოსი ელჩინ ხალილოვი
ცნობისათვის: აზიის მეცნიერებათა აკადემია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის სათავო ოფისი ჰონგ-კონგში, ჩინეთში მდებარეობს და რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს.
ელჩინ ხალილოვის სამუშაო ვიზიტი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებისკენ მიმართული პროცესის ნაწილია. მხარეები სამომავლოდ განიხილავენ თანამშრომლობის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის სამეცნიერო კონტაქტებისა და მკვლევართა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, აკადემიური გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი საქმიანობის შესაძლებლობების შესწავლასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტებში თანამშრომლობას.
მსგავსი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ICSCCW-2026 სტუ-ში
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციის მასპინძლობა. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებსა და მკვლევრებს და...
სტუ-ის მეცნიერთა დელეგაციამ ვალენსიის უნივერსიტეტში გაართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, პროფესორების - ირმა ინაშვილის, ზაალ ცინაძის, ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ბზიავას და ახალგაზრდა მკვლევარის,...
სტუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ საერთაშორისო ფესტივალებიდან გრან-პრითა და სპეციალური პრიზით დაბრუნდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ „ხალხური ცეკვის 36-ე საერთაშორისო ფესტივალზე“ გრან-პრი მოიპოვა, ხოლო კვიპროსზე...
სტუ-ის დელეგაციამ KATAMARAN – MedTech Bridge პროექტის ფარგლებში პოლონეთის იან დლუგოშის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი გამართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის აქტიური ჩართულობით, NAWA-ს (Polish National Agency for Academic Exchange) მიერ დაფინანსებული პროექტის - KATAMARAN - MedTech...
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე DUNE ექსპერიმენტის ერთ-ერთ ლიდერს, პროფესორ რობერტო პეტის შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო პროექტის - აშშ-ის ფერმის ამაჩქარებლების ეროვნული ლაბორატორიის (Fermilab)...
სტუ-ში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის (შენსი, ჩინეთი) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები...