სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ინოვაციური განვითარების ჯგუფი:

  • მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული;
  • მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული;
  • უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული;
  • უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული.

ბუნებრივი საფრთხეებისა და გარემოს დაცვის განყოფილება:

  • მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5  საშტატო ერთეული;
  • მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული

ზღვებისა და წყალსატევების განყოფილება:

  • მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი – 1,0  საშტატო ერთეული;
  • მეცნიერი თანამშრომელი – 0,5  საშტატო ერთეული.

ირიგაციის და დრენაჟის განყოფილება:

  • მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1,0  საშტატო ერთეული;
  • მეცნიერი თანამშრომელი – 0,5  საშტატო ერთეული.

სამგორის საცდელ-ეკოლოგიური პუნქტი:

  • პუნქტის გამგე/მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული.

გორის საცდელ-ეკოლოგიური პუნქტი:

  • პუნქტის გამგე/უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული.

კოლხეთის შავი ზღვის კვლევის ეკოლოგიური პუნქტი:

  • პუნქტის გამგე/მეცნიერი თანამშრომელი  – 1,0 საშტატო ერთეული.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 08 ოქტომბრიდან – 12 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსი, მეორე სართული, №206, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, საკონტაქტო პირი: მარინე მღებრიშვილი, ტელ: 579 08 95 79.

ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის  (პუნქტის გამგე) ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ კონკურსანტ(ებ)თან გასაუბრება და კენჭისყრა ჩატარდება 2026 წლის 15 ოქტომბერს. კენჭისყრის შედეგები სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადდება კენჭისყრის დასრულებისთანავე 15 ოქტომბერს და გამოიკვრება ინსტიტუტში თვალსაჩინო ადგილზე და გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.

საკონკურსო კომისიის მიერ სამეცნიერო ვაკანტურ თანამდებობებზე (მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, მეცნიერ თანამშრომელი) კონკურსი ჩატარდება 2026 წლის 15 ოქტომბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 14 ოქტომბერს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში/საკონკურსო კომისიაში მიიღება 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა და განცხადება, გასაუბრების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.

  1. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ა) ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (პუნქტის გამგე) თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

ბ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რო­მელ­­საც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლე­­ვითი საქ­მიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

გ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

დ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

მეცნიერის (პუნქტის გამგის, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 (ხუთი) წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

  • კონკურსი ჩატარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა სამეცნიერო საბჭოში/საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე.
  • სამეცნიერო საბჭოს/საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (სამეცნიერო საბჭოს/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
  • კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

Placeholder
სიახლეები

იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...

მემორანდუმი

სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...

Placeholder
სიახლეები

პროფესიული კურსები სტუდენტებისთვის

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის  სასწავლო კურსებს იწყებს. 28 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, ასოციაცია გრენა პირველკურსელებს  ორ...

sashemodgomo gare mobiloba 2026-2027 gtu
სიახლეები

სტუ-ში 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo მობილობით გადმოსვლის მსურველმა...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტობას ულოცავს და მათ შემეცნებითა და...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?