აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება სტუ-ში

სიახლეები

„დღეს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და არსებული გამოწვევების დიპლომატიური ძალისხმევით მოგვარებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზნის გარშემო საზოგადოებამ საერთო პასუხისმგებლობა გაიაზროს. მშვიდობის სურვილი არ ნიშნავს ისტორიის დავიწყებას. ჩვენი სამშობლოს ისტორია გვავალდებულებს მომავალ თაობებს შევუქმნათ ისეთი მომავალი, სადაც დაპირისპირებას თანამშრომლობა, ხოლო ომის გამოცდილებას მშვიდობისკენ სწრაფვა ჩაანაცვლებს. ჩვენ გვახსოვს ისინი, ვინც საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოლა და დაიღუპა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ოჯახებს, ვეტერანებს და ყველა ადამიანს, ვინც ამ უმძიმესი ისტორიის ტკივილი საკუთარ თავზე გადაიტანა. მათი ხსოვნა ჩვენთვის მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ მშვიდობას და მომავალ თაობებს არ მივცეთ ომის ტკივილის ხელახლა განცდის მიზეზი”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და დაღუპულთა პატივგებისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა.

უნივერსიტეტში აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და დაღუპულთა პატივგებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ომის ვეტერანები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის არსზე და აღნიშნა, რომ ეროვნული მეხსიერების შენარჩუნება და მომავალ თაობებში ისტორიული პასუხისმგებლობის განცდის გაძლიერება საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენ შევიკრიბეთ რომ კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მათი ხსოვნა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილია და ამ ისტორიის დავიწყება არ შეიძლება. განსაკუთრებული ადგილი ამ ისტორიაში უჭირავს ჟიული შარტავას – ადამიანს, რომლის სახელი საქართველოს უახლეს ისტორიაში ღირსების, თავდადებისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის სიმბოლოდ დარჩა. ჟიული შარტავამ ურთულეს ვითარებაში დატოვა მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს სამშობლოს ერთგულება და საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ჟიული შარტავას სახელთან დაკავშირებული მემკვიდრეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენს უნივერსიტეტში მოქმედებს ჟიული შარტავას სახელობის ლაბორატორია –  ეს არის შესაძლებლობა, რომ მისი სახელი და ის ფასეულობები, რომლებსაც იგი განასახიერებდა, ახალგაზრდებისთვის განათლებასთან, მეცნიერებასთან, პროფესიულ განვითარებასთან და ქვეყნის მომავალთან იყოს დაკავშირებული. უნივერსიტეტს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს –  მომავალ თაობებს არა მხოლოდ ცოდნა მისცეს, არამედ ისტორიული მეხსიერებაც შეუნარჩუნოს. ომი ადამიანის, საზოგადოების და ქვეყნის ყველაზე მძიმე გამოცდილებაა. ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი, დაკარგული სიცოცხლეები, ოჯახების ტრაგედიები, დანგრეული ურთიერთობები და ათწლეულების განმავლობაში მოუშუშებელი ტკივილი, ამიტომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მადლობა საქართველოს ხელისუფლებას იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობასა და განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნას ემსახურება”.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე

ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ომის ვეტერანები და მოწვეული სტუმრები. შეხვედრაზე გაიხსენეს აფხაზეთის ომის მონაწილეები და ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ღონისძიების დასასრულს კი გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმის – „რუხის შეხვედრების კვალდაკვალ“, ჩვენება.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის,...

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?