„აქ ვისწავლე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, მრავალფეროვანი დავალებებისა და გამოწვევების დაძლევა“ – უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

სიახლეები

„სტუდენტებს ვურჩევ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი გამოიყენონ მაქსიმალურად: ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, მონაწილეობა მიიღონ კონფერენციებში, გამოიყენონ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული კარიერული განვითარების ცენტრები, სტაჟირების და დასაქმების პროგრამები. აუცილებლად დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება, ფრილანსინგი და საკუთარი მცირე პროექტები დაეხმარება მათ იმაში, რომ უნივერსიტეტიდან გამოსვლის შემდეგ უფრო მარტივად იპოვონ სამსახური. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ დასაწყისია. ის გვაძლევს საფუძველს, მაგრამ საბოლოო წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს პრაქტიკაში. სტუდენტებო, არ შეწყვიტოთ სწავლა, განათლება არ სრულდება დიპლომის მიღებით. მუდმივად ეცადეთ, განვითარდეთ, მიიღოთ ახალი ცოდნა, განავითარეთ უნარები და იყავით მზად ახალი გამოწვევებისთვის“, – აცხადებს სტუ-ის კურსდამთავრებული რეზო აბზიანიძე. 

რეზო აბზიანიძემ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატი დაასრულა 2018 წელს, ხოლო მაგისტრატურა – 2021-ში. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტს აქვს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული სამართლის სკოლა, სადაც დანერგილია სწავლების კარგი მეთოდი. აქ მიღებულმა ცოდნამ ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდი როლი შეასრულა, ფაკულტეტმა მომეცა შესაძლებლობა საფუძვლიანად ამეთვისებინა ჩემი მომავალი პროფესიული უნარ-ჩვევები, რომელიც ყველა დამწყები იურისტისთვის მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ გამიმყარა თეორიული საფუძვლები, რამაც შემაძლებინა შესაბამის სფეროში წარმატებით მუშაობა.  პარალელურად ვეცნობი სხვადასხვა სიახლეებს და აქტიურად ვარ ჩართული საგანმანათლებლო პროგრამებში. გარდა ამისა, სასწავლო პროცესში სემინარებში, კვლევით პროექტებში, პრაქტიკულ დავალებებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობამ გამომიმუშავა უნარები, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ქსელური ურთიერთობები. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა გამეცნო დარგის წამყვანი პროფესიონალები, ლექტორები და რა თქმა უნდა, თანაკურსელები, რომლებიც შემდეგ ჩემს კარიერულ განვითარებაში გარკვეულწილად დამეხმარნენ. პროფესიული კონტაქტების დამყარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე შრომით ბაზარზე, სადაც არა მხოლოდ ცოდნა არამედ სოციალური კავშირიც დიდ როლს თამაშობს. გარდა ამისა, უნივერსიტეტმა მასწავლა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, მრავალფეროვანი დავალებებისა და გამოწვევების დაძლევამ მომცა თავდაჯერებულობა, რაც შემდგომში წარმატებულ კარიერულ ნაბიჯებში დამეხმარა”, – ასე აფასებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლილ სასწავლო წლებს რეზო აბზიანიძე.

ცნობისათვის, რეზო აბზიანიძე 2019 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელია. 


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

Placeholder
სიახლეები

იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...

მემორანდუმი

სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...

Placeholder
სიახლეები

პროფესიული კურსები სტუდენტებისთვის

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის  სასწავლო კურსებს იწყებს. 28 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, ასოციაცია გრენა პირველკურსელებს  ორ...

sashemodgomo gare mobiloba 2026-2027 gtu
სიახლეები

სტუ-ში 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo მობილობით გადმოსვლის მსურველმა...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტობას ულოცავს და მათ შემეცნებითა და...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?