„აქ ვისწავლე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, მრავალფეროვანი დავალებებისა და გამოწვევების დაძლევა“ – უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
„სტუდენტებს ვურჩევ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი გამოიყენონ მაქსიმალურად: ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, მონაწილეობა მიიღონ კონფერენციებში, გამოიყენონ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული კარიერული განვითარების ცენტრები, სტაჟირების და დასაქმების პროგრამები. აუცილებლად დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება, ფრილანსინგი და საკუთარი მცირე პროექტები დაეხმარება მათ იმაში, რომ უნივერსიტეტიდან გამოსვლის შემდეგ უფრო მარტივად იპოვონ სამსახური. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ დასაწყისია. ის გვაძლევს საფუძველს, მაგრამ საბოლოო წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს პრაქტიკაში. სტუდენტებო, არ შეწყვიტოთ სწავლა, განათლება არ სრულდება დიპლომის მიღებით. მუდმივად ეცადეთ, განვითარდეთ, მიიღოთ ახალი ცოდნა, განავითარეთ უნარები და იყავით მზად ახალი გამოწვევებისთვის“, – აცხადებს სტუ-ის კურსდამთავრებული რეზო აბზიანიძე.
რეზო აბზიანიძემ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატი დაასრულა 2018 წელს, ხოლო მაგისტრატურა – 2021-ში.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტს აქვს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული სამართლის სკოლა, სადაც დანერგილია სწავლების კარგი მეთოდი. აქ მიღებულმა ცოდნამ ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდი როლი შეასრულა, ფაკულტეტმა მომეცა შესაძლებლობა საფუძვლიანად ამეთვისებინა ჩემი მომავალი პროფესიული უნარ-ჩვევები, რომელიც ყველა დამწყები იურისტისთვის მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ გამიმყარა თეორიული საფუძვლები, რამაც შემაძლებინა შესაბამის სფეროში წარმატებით მუშაობა. პარალელურად ვეცნობი სხვადასხვა სიახლეებს და აქტიურად ვარ ჩართული საგანმანათლებლო პროგრამებში. გარდა ამისა, სასწავლო პროცესში სემინარებში, კვლევით პროექტებში, პრაქტიკულ დავალებებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობამ გამომიმუშავა უნარები, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ქსელური ურთიერთობები. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა გამეცნო დარგის წამყვანი პროფესიონალები, ლექტორები და რა თქმა უნდა, თანაკურსელები, რომლებიც შემდეგ ჩემს კარიერულ განვითარებაში გარკვეულწილად დამეხმარნენ. პროფესიული კონტაქტების დამყარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე შრომით ბაზარზე, სადაც არა მხოლოდ ცოდნა არამედ სოციალური კავშირიც დიდ როლს თამაშობს. გარდა ამისა, უნივერსიტეტმა მასწავლა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, მრავალფეროვანი დავალებებისა და გამოწვევების დაძლევამ მომცა თავდაჯერებულობა, რაც შემდგომში წარმატებულ კარიერულ ნაბიჯებში დამეხმარა”, – ასე აფასებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლილ სასწავლო წლებს რეზო აბზიანიძე.
ცნობისათვის, რეზო აბზიანიძე 2019 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელია.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...