CERN-ის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერის, გლობალური CMS კოლაბორაციის ლიდერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ცნობილმა ფიზიკოსმა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მეცნიერმა, CERN/CMS კოლაბორაციისა და ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ სტუ-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია – Fundamental Research is Good for Your Health („ფუნდამენტური კვლევა სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის“) ჩაატარა.
საჯარო ლექციას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის საინჟინრო და სამედიცინო ფიზიკის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრები, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ასევე, ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მეცნიერები, ინჟინრები და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
საჯარო ლექცია ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა. მან შეკრებილ საზოგადოებას CERN/CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი, დოქტორი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი წარუდგინა.
ვიცე-რექტორის თქმით, CERN-ში მიმდინარე გლობალური სამეცნიერო ექსპერიმენტების მაგალითზე პროფესორ კამპორეზის მრავალწლიანი სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამების სტუდენტებისთვის უდავოდ საინტერესო აღმოჩნდება. თამარ წერეთლის განცხადებით, ტიციანო კამპორეზი, რომელიც ამჟამად CERN/CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი და CERN/CMS კოლაბორაციის ყოფილი სპოუკსპერსონია, მრავალი წელია ბირთვული და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს კვლევებშია ჩართული, ამასთან ერთად, ის წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესა და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრებთან.

როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, კოლაბორაციის ფარგლებში, CERN-ის მეცნიერმა არაერთი საჯარო ლექცია წაიკითხა სტუდენტებისა და სამეცნიერო წრეებისთვის, ხოლო დღევანდელი საჯარო ლექციით ის მიმოიხილავს, თუ რამდენად ეფექტიანად გამოიყენება მიმდინარე გლობალური ექსპერიმენტების ფარგლებში ნაწილაკების ფიზიკასა და ამაჩქარებლების ტექნოლოგიაში განხორციელებული ინოვაციები, კერძოდ კი რადიაციასთან დაკავშირებული კვლევები, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებისთვის.
პროფესორმა კამპორეზიმ საჯარო ლექცია მთავარი გზავნილით დაიწყო: ფუნდამენტური მეცნიერება და მათ შორის ნაწილაკების ფიზიკა არ არის მხოლოდ აბსტრაქტული ცოდნა, არამედ ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების საფუძველია.
მეცნიერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ნაწილაკების ფიზიკაში ფუნდამენტური კვლევები და სამეცნიერო მიღწევები ადამიანის ჯანმრთელობას და მედიცინის განვითარებას; ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეცნიერო კვლევების შედეგად იქმნება მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებიც სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალ მეთოდებს უყრის საფუძველს.
ტიციანო კამპორეზის განმარტებით, რადიაცია, რომელიც ფუნდამენტური კვლევის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, სიმსივნური უჯრედების განადგურების საშუალებას იძლევა.
CERN-ის მეცნიერმა ისაუბრა ამაჩქარებლების მეშვეობით რადიაციის კონტროლირებისა და იზოტოპების წარმოების პროცესებზე. მისი განმარტებით, ამაჩქარებელი, რომლითაც დამუხტული ნაწილაკების აჩქარება ხდება, ფართოდ გამოიყენება როგორც ფუნდამენტურ ფიზიკაში, ასევე სამედიცინო მიზნებისთვის, მათ შორის: იზოტოპების წარმოებისთვის, სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიაში; აღნიშნა, რომ რადიოგრაფია, ანგიოგრაფია, იზოტოპური კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET) საშუალებას იძლევა არაინვაზიურად დავინახოთ ადამიანის შიდა ორგანოები და სისტემები, ხოლო კომბინირებული სისტემა PET/CT კი უზრუნველყოფს სხეულის ფუნქციური და ანატომიური მონაცემების ერთიანად მიღებას.
CERN-ის მეცნიერმა სტუდენტებს განუმარტა, რომ უჯრედის განადგურება ხდება მაშინ, როდესაც ის კარგავს გამრავლების უნარს – როცა რადიაცია მოქმედებს უჯრედის ბირთვზე და აზიანებს დნმ-ს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროტონული თერაპია დღეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა, რადგან პროტონები ენერგიას მიზნობრივად მიმართავს და არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილებს. მისი თქმით, მეცნიერები დღეს უკვე აქტიურად იკვლევენ მძიმე იონებით, მაგალითად ნახშირბადის იონებით მკურნალობის შესაძლებლობებს, რაც მომავალში შესაზლოა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის გაცილებით ეფექტური მიმართულება გახდეს.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც მოდერაციას უწევდა სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, CERN-LHC საუნივერსიტეტო ჯგუფის ლიდერი და CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, პროფესორი ზვიად წამალაიძე.
დისკუსიაში სტუ-ის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...