„ჩემი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიზანია, უახლესი კვლევითი ინიციატივებისა და ინოვაციების წახალისება და მხარდაჭერა“, – აკადემიკოსი დავით გურგენიძე
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
„ჩემი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიზანია, უახლესი კვლევითი ინიციატივებისა და ინოვაციების წახალისება და მხარდაჭერა, უნივერსიტეტის, როგორც ტექნოლოგიური პროგრესისა და წინსვლის წარმმართველი ძალის პოზიციონირება ქვეყანასა და მსოფლიოში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები და, რაც მთავარია, სტუდენტები ხელმძღვანელებთან ერთად, წარმატებულად მონაწილეობენ ისეთ გლობალურ საერთაშორისო კოლაბორაციებსა და პროექტებში, როგორიცაა ევროპის ბირთვული კვლევების საერთაშორისო ცენტრი (CENR), შვეიცარია – ექსპერიმენტები ATLAS, CMS; მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევის ორგანიზაცია (KEK), იაპონია – ექსპერიმენტი COMET; ფერმის სახელობის ლაბორატორია (FermiLab), აშშ – ექსპერიმენტი DUNA; იულიხის ბირთვული კვლევების (Julich Research Center) ცენტრი, გერმანია; ჰელმჰოლცის ცენტრი დრეზდენ-როსენდორფი (HZDR), გერმანია და მრავალი სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ყოველწლიურად უფრო ინტენსიური ხდება და თვისობრივად მაღალ ეტაპზე გადადის. სულ მალე მოეწერება ხელი კიდევ ერთ მემორანდუმს ლაბორატორია FermiLab-თან (აშშ), სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მნიშვნელობა და როლი მსოფლიოს ამ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ექსპერიმენტში“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტის დაარსებიდან 102 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდადნენ სტუ-ის აკადემიური საბჭოსა და სენატის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები. ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიოტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიიას მიტროპოლიტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, მეუფე ანანია და სხვა მოწვეული სტუმრები, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილე კანდიდატის სტატუსით წარსდგა და დამსწრე საზოგადოებას 2024-2028 წლების სამოქმედო გეგმის გაცნობის პარალელურად იმ მიღწევებსა და წარმატებებზე გაუზიარა ინფორმაცია, რომელიც უნივერსიტეტმა მისი რექტორობის წლებში მიაღწია.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა ის, რომ ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი “სიკეთისა და მორალის იდეა”, 2024 წლის სექტემბერში, ჩვენს უნივერსიტეტში გაიმართება. ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფორუმია ფილოსოფიაში, მომავალი წელი კი განსაკუთრებული იქნება, რადგან კონგრესი ჰეგელის საზოგადოების დაარსებიდან 70 წლისთავს ეძღვნება. 2024 წლის აპრილში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება 25-ე საერთაშორისო კონფერენცია მსუბუქი-მატერიის დაწყვილების ფიზიკის შესახებ ნანოსტრუქტურებში (PLMCN2024). მეტად წარმომადგენლობით ღონისძიებაში, ქართველ მეცნიერებთან და მკვლევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ დარგის გამოჩენილი მეცნიერები, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატები. ველოდებით 400-ზე მეტ მონაწილეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სულ ახლახან, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში, იულიხის ბირთვული კვლევების ცენტრთან, დრეზდენ-როსსენდორფის ცენტრთან და ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევითი ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა ბიოსამედიცინო გამოსახულებების მიღებისა და დამუშავების SmartLab ლაბორატორია. ლაბორატორია გადაამზადებს შესაბამისი კვალიფიკაციის მაღალი დონის სპეციალისტებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრისათვის, რომელიც სულ რამდენიმე წელში დაიწყებს ფუნქციონირებას. ის, რომ ჩვენი პრიორიტეტი სამეცნიერო და კვლევითი სამუშაოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა, დასტურდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტში შეიქმნა დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი 2 სადისერტაციო საბჭო – საბუნებისმეტველო, საინჟინრო-ტექნოლოგიური და სოციალურ-ჰუმანიტარული მიმართულებებით. ორივე საბჭო დაკომპლექტებულია დარგში გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო მიღწევების მქონე მეცნიერებით. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, უნივერსიტეტის ყველა პროფესორი და ასოცირებული პროფესორი აქტიურადაა ჩართული სადოქტორო ნაშრომების განხილვისა და დაცვის პროცესში. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნები დაცული სადისერტაციო ნაშრომების ხარისხისა და სამეცნიერო ღირებულების მიმართ და ეს პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. ჩემი რექტორობის მეორე ვადაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დაცული სადოქტორო ნაშრომების სამეცნიერო ღირებულებას, მოთხოვნები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აკადემიური დოქტორის კვალიფიკაციის მიმართ სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ის უნდა შენარჩუნდეს მაღლი ხარისხის ნიშნად. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში მნიშვენლოვნად აღვადგინეთ სამეცნიერო, შემოქმედებითი და ორგანიზაციული ხასაითის ურთიერთობები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან და მოცემულ ეტაპზე იგი მოწოდების სიმაღლეზეა. ამას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიკოსთა კორპუსის გაზრდამ და მძლავრად წარმოჩინამ, მათმა აქტიურმა პოზიციებმა – განსაკუთრებით, პრეზიდიუმში, რასაც მთლიანად უჭერს მხარს აკადემიის პრეზიდენტი და აკადემიის ხელმძღვანელობა“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორად დავით გურგენიძე აკადემიურმა საბჭომ 2020 წელს,ოთხი წლით, ერთხმად აირჩია. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ნოემბრის №01-05-04/175 დადგენილების საფუძველზე, 2024 წლის 18 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები დაინიშნა.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...