ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის დაარსებიდან 40 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, კურსდამთავრებულები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები, გახსნა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, კანცლერს, პროფესორ კარლო კოპალიანს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, მოწვეულ სტუმრებს და აღნიშნა, რომ საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების ისტორია 1983 წლიდან იწყება, როდესაც, პროფესორი ოთარ ხომერიკის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების კათედრა. Ბატონი ოთარის დაწყებული საქმე წარმატებით გააგრძელა პროფესორმა რაულ კუპრავამ და, შედეგად, უკვე 40 წელია, ყოველწლიურად, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულების კვალიფიციური კადრებით ივსება. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა სხვადასხვა მიმართულების სამედიცინო აპარატების და სისტემები, როგორიცაა, მაგალითად: კომპიუტერული სამედიცინო ხელსაწყო – “კომპიუტერული პერიმეტრი”; კორონარული ანგიოგრაფიის სასწავლო სისტემა; ვენის აღმომჩენი მობილური ტრანსილუმინატორული მოწყობილობა და სხვა.
„ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა არის პირველი STEM პროგრამა სტუ-ში, რომელმაც „ოქროს სტანდარტი ჩააბარა“ და მიიღო ABET-ის, ამერიკის საინჟინრო და ტექნოლოგიური სააკრედიტაციო კომისიის აკრედიტაცია. ABET აკრედიტაცია ეს არის ხარისხის საერთაშორისო ნიშანი, რომელიც არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამის, არამედ მისი განმახორციელებელი ინსტიტუციის მაღალ დონეს ადასტურებს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ ის, რომ ამ პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, ბატონი დავით გურგენიძის დამსახურებაა. Იმ კოლოსალური შრომის სულისჩამდგმელი და მთავარი ინსპირატორი, რომელიც ჩატარდა, სწორედ ბატონი დავითი იყო. მისი მუდმივი ინტერესი სამუშაო პროცესის მიმართ, მხარდაჭერა პროგრამის მომზადების ყველა ეტაპზე – ყველაზე უმნიშვნელო დეტალიდან, განსაკუთრებული ღირებულების მქონე გადაწყვეტილებამდე – იყო უნივერსიტეტის, ფაკულტეტის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის წარმატების ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი. მისი ჩვეული ოპტიმიზმით, ბატონ დავითს არც ერთი წუთით არ შეჰპარვია ეჭვი იმაში რომ ჩვენ შევძლებდით ამ დიდი გამოწვევის წარმატებით დაძლევას. მისი რწმენა ჩვენს შესაძლებლობებში იყო ჩვენი მთავარი მოტივაცია ამ ურთულეს გზაზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ასწლოვან ისტორიას ითვლის, გავა კიდევ მრავალი 100 წელი და ყველა თაობა სიამაყით განაცხადებს – 2023 წელს ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ – „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო სრული აკრედიტაცია მოიპოვა. მადლობა ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს ასეთი თავდადებისთვის“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში პროფესორმა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირინე გოცირიძემ მადლობა გადაუხადა რექტორს, აკადემიურ პერსონალს, ფაკულტეტს, სტუდენტებს მხარდაჭერისთვის.
„პირველ რიგში, მადლობა რექტორს, ბატონ დავით გურგენიძეს, კანცლერს, ბატონ კარლო კოპალიანს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თითოეულ წევრს, ფაკულტეტის დეკანსა და ადმინისტრაციას, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს – თქვენ რომ არა, დღეს ვერ ვიამაყებდით ამერიკის საინჟინრო სააკრედიტაციო კომისიის სრული და უპირობო ABET აკრედიტაციით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანს ჰალილ გიუვენს და მის შესანიშნავ გუნდს. MCC-საქართველოს, რომლის ფინანსური ხელშეწყობითაც ხორციელდება პროგრამების კონსულტირება. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ჯო ტერნერს, რომლის მხარდაჭერაც შეუფასებელი იყო აკრედიტაციის მიღების მთელს პროცესში. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამას „ისწავლე საქართველოში“ ABET აკრედიტაციის პროცესის ფინანსური მხარდაჭერისთვის. ყველას დიდი მადლობა სიყვარულისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ირინე გოცირიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ფაკულტეტის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და კურსდამთავრებულებს ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის დაარსებიდან 40 წლის იუბილე მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ დეპარტამენტმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაღალი საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტის იდეის გამარჯვებას.
„მადლობას გიხდით ყველას ერთად დგომისთვის, მხარდაჭერისთვის, დაუღალავი შრომისთვის – ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! მწამს, რომ ის პიროვნული თვისებები და ღირებულებები, რომელიც თითოეულ თქვენგანს აქვს, წარმატების გზებზე გვატარებს. დღევანდელი დღე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კალენდარში საერთაშორისო საგანმანათლებლო მაღალი სტანდარტის გამარჯვების ერთ-ერთი ღირშესანიშნავი დღე, ეს არის იდეის გამარჯვების ზეიმი. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს! დღეს არ შემიძლია არ გავიხსენო დარგის დამფუძნებელი მამები, ქვეყნის პატრიოტები ოთარ ხომერიკი და რაულ კუპრავა. სწორედ Ბატონი ოთარი იყო ის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს სჭირდება ახალი დარგი – ბიოსამედიცინო ინჟინერია და, წინააღმდეგობის მიუხედავად, უზარმაზარი შრომის შედეგად დაფუძნდა კათედრა, რომელიც უკვე 40 წლის მანძილზე, ამ გადაწყვეტილების სისწორეს ამტკიცებს. 40 წელია ბიოსამედიცინო ინჟინერიის კურსდამთავრებულების დიდი კოჰორტა დგას ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმის ავანგარდში, ეს არის მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა, ამ დარგში უმაღლესი დონის ტექნიკის და ტექნოლოგიების დანერგვა. აქ არიან ღვაწლმოსილი პედაგოგები, ჩვენი კურსდამთავრებულები, საქართველოში უდიდესი სამედიცინო ტექნოლოგიური ცენტრების დამფუძნებლები, ჩვენი მუდმივი პარტნიორები, და, რაც მთავარია, ჩვენი სტუდენტები – მთავარი ძალა განუწყვეტელი წინსვლისთვის. ეს არის ერთიანობის სულისკვეთების გამოხატულება – ბიოსამედიცინო ინჟინერიის დიდი ოჯახი. წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა.
ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა დაათვალიერეს ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის სტუდენტების პროექტების გამოფენა.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...