საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცესკო-ს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა პროექტის – „არჩევნების მოდერნიზება – მოემზადე არჩევნებისთვის, გაიგე როგორ მუშაობს ელექტრონული აპარატები“- ფარგლებში, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნატო ქათამაძემ გახსნა. როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოს ციფრულ ტრანსფორმაციასთან ერთად, საარჩევნო პროცესში, არაერთმა სახელმწიფომ ელექტრონული ტექნოლოგიები დანერგა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრა აღიქმება, როგორც დემოკრატიის განვითარების, საარჩევნო პროცესისადმი ნდობის განმტკიცების, არჩევნების შედეგების სამართლიანი ასახვის, კონფიდენციალურობის დაცვისა და ზოგადად, საარჩევნო პროცესის ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრების გამართვა. ცესკო-სთან კომუნიკაციით გადავწყვიტეთ, რომ მასშტაბური კამპანია, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაგვეტარებინა. 2024 წელს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. ამდენად, სტუდენტებმა, რომელთა ნაწილი 2024 წელს პირველად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღონ. მადლობას მოვახსენებ ცესკოს წარმომადგენლებს საინტერესო შეხვედრისთვის“, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.
დამსწრე საზოგადოებას 2024 წელს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ცესკო-ს წარმომადგენელმა, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორმა, გიორგი ზირაქაშვილმა გააცნო.
უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების ფარგლებში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის იმიტაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მიიღეს.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...