პროექტის „60+“ ფარგლებში გამოფენა სტუ-ში
„გალერეა „უნივერსი” გახსნის დღიდან აქტიურად ეწევა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების შემოქმედების პოპულარიზაციას. დღევანდელი გამოფენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კედლებში უამრავი ნიჭიერი ადამიანი საქმიანობს. აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა სასიამოვნოდ აოცებს დამთვალიერებელს. „ფერწერა ძაფით“ – განსხვავებული სიუჟეტები, მდიდარი ფერთა გამა, ნაქარგობით შექმნილი კომპოზიციები აღფრთოვანებას იწვევს, რადგან ყოველი ნამუშევარი ხანგრძლივი და სკრუპულოზური შრომის ნაყოფია. მინდა მადლობა გადავუხადო გამოფენის ავტორებსა და „უნივერსის“ გუნდს. სწორედ მსგავსი სინერგიით, ინიციატივითა და პროფესიონალიზმით იქმნება გარემო, რომელიც საუნივერსიტეტო საზოგადოებას შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენის სურვილს უძლიერებს”, – ამის შესახებ სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელმა ბადრი ლებანიძემ განაცხადა გალერეა „უნივერსში“ აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ქალ მეცნიერთა გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეცნიერმა ქალებმა – ჟუჟუნა პეტრიაშვილმა, გულიკო ტაბატაძემ, მარინა კეკულაძემ, ლილი მასხარაშვილმა და ამავე ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა მაყვალა ხაბაზმა – გალერეა „უნივერსში“ ჯგუფური გამოფენა გამართეს და დამთვალიერებელს ნაქარგების უნიკალური კოლექცია – 70-მდე სხვადასხვა სტილის, ტექნიკისა და შინაარსის ხელით ნაქარგი ნამუშევარი წარუდგინეს.
სტუ-ის გალერეა „უნივერსის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ექსპოზიციის მიზანი მეცნიერ ქალთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და საზოგადოებაში მათი კულტურულ-შემოქმედებითი როლის გაძლიერებაა. პროფესორ ლალი ღოღელიანის განმარტებით, ღონისძიება ტარდება პროექტის – „60+“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მთავარი მიმართულება საქართველოში ჯანმრთელი და აქტიური დაბერების პოლიტიკის ხელშეწყობაა, ხოლო მსგავსი ინიციატივები ზრდასრული თაობის ჩართულობასა და შემოქმედებით აქტივობას ასაზრდოებს. როგორც ლალი ღოღელიანი აღნიშნავს, ნამუშევრები არა მხოლოდ შემოქმედებითი უნარების, არამედ დიდი შინაგანი ენერგიის, სიზუსტისა და ემოციური გამოცდილების გამოხატულებაა.
„ყველა წარმოდგენილი ნაქარგი გამოირჩევა პროფესიონალური შესრულებით, ინდივიდუალური სტილითა და საოცარი სიღრმით. თითოეულ ნამუშევარში იგრძნობა ავტორის ხელწერა და გამოცდილება. სწორედ ამიტომ, ამ გამოფენამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 60+ პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტში პირველი ღონისძიება სწორედ „უნივერსში“ გაიმართა. უნივერსიტეტმა სიამოვნებით ჩართო თავისი სივრცე და რესურსები, რადგან სრულიად ვიზიარებთ პროექტის მიზნებს – მხარი დავუჭიროთ აქტიურ, ჯანსაღ და შემოქმედებით დაბერებას. ამ ინიციატივამ ჩვენს გალერეას ახალი ენერგია შემატა. ავტორები შეირჩნენ არა მხოლოდ როგორც წარმატებული მეცნიერები, არამედ როგორც ადამიანები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებითი ხედვით შეძლეს უნივერსიტეტის კულტურული სივრცის გამდიდრება. ნაქარგების შერჩევისას გავითვალისწინეთ თემატიკა, ტექნიკური ხარისხი და ის ემოციური ღირებულება, რომელიც თითოეულ ნამუშევარს გააჩნია. გვსურდა, რომ გამოფენა მრავალფეროვანი, ინსპირაციული და ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის შთამბეჭდავი ყოფილიყო“, – აცხადებს ლალი ღოღელიანი.
Related
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...
Special offer from the GTU “Tonus” swimming pool
GTU's swimming pool "Tonus" offers a 50% discount on subscriptions to university students and employees. The discounted subscription is available...
