სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისის“ წარმომადგენლებმა სტუდენტებს ვორქშოფი ჩაუტარეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებელთა უშუალო ჩართულობით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისის“ (Holiday Inn Tbilisi) წარმომადგენლებმა ვოქრშოფი ჩაუტარეს.
ვორქშოფი, რომლის მიზანიც უნივერსიტეტში მასპინძლობის ინდუსტრიის კურსის შესწავლისას მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა და დედაქალაქის ერთ-ერთი მსხვილი სასტუმრო კომპლექსის სპეციფიკის ადგილზე გაცნობა იყო, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით და სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია „ჰოლიდეი ინნ თბილისის“ ბრენდის ისტორიის, სასტუმროს განვითარებისა და საერთაშორისო ქსელში მისი პოზიციონირების შესახებ. სასტუმროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს დეტალურად განუმარტეს სტუმარმასპინძლობის სფეროში მოქმედი ოპერაციული მექანიზმები, მომსახურების სტანდარტები და ამის მიღმა არსებული სამუშაო პროცესები. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ სიღრმისეულად გაეანალიზებინათ ბაზრის ის სეგმენტი, რომლის მოთხოვნებსა და საჭიროებებზეც არის ორიენტირებული სასტუმროს საქმიანობა.
გარდა ამისა, ვორქშოფის ფარგლებში სტუდენტები ადგილზე გაეცნენ ნომერთა ფონდს, დაათვალიერეს სხვადასხვა კატეგორიის ოთახები და შეაფასეს მათი შიდა სტრუქტურა, მომსახურების ელემენტები და ფასწარმოქმნის სპეციფიკა; მიიღეს ინფორმაცია სასტუმროს მარკეტინგული სტრატეგიების, ლოიალობის პროგრამებისა და ბრენდის სარეკლამო აქტივობების შესახებ. ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია საკადრო პოლიტიკის, თანამშრომელთა შერჩევისა და სასტუმროს განვითარების შესაძლებლობების შესახებ, ასევე, გაეცნენ ინდუსტრიაში კარიერული ზრდის პერსპექტივებსა და აქტიურ ვაკანსიებს.
სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, პროფესორ თამარ ქობლიანიძის თქმით, მსგავსი საგანმანათლებლო-პრაქტიკული აქტივობები სტუდენტებისთვის არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავების, არამედ პროფესიული მზაობის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეალურ სამუშაო გარემოსთან უშუალო შეხება ხელს უწყობს ახალგაზრდებში პროფესიული ხედვის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მათ მოტივაციასა და პრაქტიკულ უნარებს, ასევე, ეხმარება მათ გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი, უკეთ შეაფასონ შესაძლებლობები და მოემზადონ მომავალი კარიერული გამოწვევებისთვის.
როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი ამოცანაა სტუდენტებს ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს კარიერული განვითარების მიმართულებით, სხვადასხვა ინდუსტრიებთან პარტნიორობის გზით დააკავშიროს ახალგაზრდები კომპანიებთან, ორგანიზაციებთან, სადაც შესაძლებელი გახდება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა.
მისი თქმით, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე სტუდენტი ვერ შეიძენს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც აუცილებელია დასაქმებისა და კარიერული ზრდისთვის, ასევე, აღნიშნული თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია დარგობრივი ეკონომიკისა და ბიზნესსექტორის განვითარება.
ნატო ქათამაძის განმარტებით, ინდუსტრიასთან კოოპერაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია იმდენად, რამდენადაც ეს ქმნის მდგრად საგანმანათლებლო გარემოს, სადაც თეორია და პრაქტიკა ერთმანეთთან ორგანულადაა დაკავშირებული.
Related
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...
Special offer from the GTU “Tonus” swimming pool
GTU's swimming pool "Tonus" offers a 50% discount on subscriptions to university students and employees. The discounted subscription is available...
