სტუ-ის სტუდენტები ნეოსოციალური ქსელის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, საქართველოში პირველი ნეოსოციალური ქსელის Sfero-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის თქმით, უნივერსიტეტს აქვს ჯანსაღი ამბიცია, გარდა სწავლება-სწავლის პროცესისა და ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვისა, ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების პროცესს. როგორც ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აღნიშნავს, უნივერსიტეტი არის ხიდი სტუდენტებსა და დამსაქმებელ კომპანიებს შორის.
„ნეოსოციალური ქსელი Sfero 500-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს. კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს აუხსნეს როგორ უნდა დარეგისტრირდნენ საიტზე და მოიძიონ სასურველი ვაკანსია. კომპანია, გარდა ამისა, თავად ზრუნავს სტუდენტების დასაქმებაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტებში, მათთვის მიწოდებულმა ინფორმაციამ, დიდი ინტერესი გამოიწვია. იყო კითხვები, რაზედაც ამომწურავი პასუხები მოვისმინეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, უნივერსიტეტის უმთავრესი საზრუნავი სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდა და მათი ღირსეულად დასაქმებაა. რაც მთავარია, საუნივერსიტეტო სივრცეში კარიერული განვითარების ქმედითი პლატფორმის არსებობა ყველა ახალგაზრდას განვითარების თანაბარ შესაძლებლობას უქმნის და ამის დასტური ჩვენი საუნივერსიტეტო დასაქმების ფორუმია, რომელიც უკვე ორჯერ გაიმართა და სტუდენტები დასაქმდნენ“, – აცხადებს ნატო ქათამაძე.
როგორც ნეოსოციალური ქსელის წარმომადგნელბემა განაცხადეს, Sfero-ს ფუნქციონალი განსხვავებულია, ბაზარზე არსებული სხვა გადაწყვეტებისაგან. Sfero-მ სამი მიმართულება გააერთიანა: ინფორმაციის გამოქვეყნება, კომუნიკაცია და მენეჯმენტი. „ასეთი მიდგომა ბევრად მოსახერხებელია, რომელიც ამცირებს პროცესების ხარჯებს და აჩქარებს ინფორმაციის საბოლოო დანიშნულებამდე მისვლის დროს. სწორედ ეს ფაქტორები იძლევა შესაძლებლობას, Sfero-მ პროფესიონალებს შესთავაზოს ყველაზე მრავალფუნქციური და მოქნილი ინსტრუმენტი ყველაზე დაბალ ფასად, რაც მის კონკურენტუნარიანობას ზრდის როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე წარმოებული ყველა პროცესი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იმართება, შესაბამისად პლატფორმის მომსახურებას არ სჭირდება ადამიანის ჩარევა. ეს ფაქტორი ასევე ძალიან სწრაფად მასშტაბირების საშუალებას იძლევა, ვინაიდან რაც უფრო დიდი იქნება საიტის მომხმარებლების პოპულაცია, მით მეტად გაუადვილდება ხელოვნურ ინტელექტს საიტის მართვა, რადგან სტატისტიკური ანალიზი ხელოვნური ინტელექტის კვების წყაროს წარმოადგენს”, – განაცხადეს ნეოსოციალური ქსელის წარმომადგენლებმა.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...