სტუ-ის სტუდენტები ნეოსოციალური ქსელის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, სტუ-ის  სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით,   საქართველოში პირველი ნეოსოციალური ქსელის Sfero-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის თქმით, უნივერსიტეტს აქვს ჯანსაღი ამბიცია, გარდა სწავლება-სწავლის პროცესისა და ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვისა, ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების პროცესს. როგორც ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აღნიშნავს, უნივერსიტეტი არის ხიდი სტუდენტებსა და დამსაქმებელ კომპანიებს შორის.

„ნეოსოციალური ქსელი Sfero 500-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს. კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს აუხსნეს როგორ უნდა დარეგისტრირდნენ საიტზე და მოიძიონ სასურველი ვაკანსია. კომპანია, გარდა ამისა, თავად ზრუნავს სტუდენტების დასაქმებაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტებში, მათთვის მიწოდებულმა ინფორმაციამ, დიდი ინტერესი გამოიწვია. იყო კითხვები, რაზედაც ამომწურავი პასუხები მოვისმინეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, უნივერსიტეტის უმთავრესი საზრუნავი სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდა და მათი ღირსეულად დასაქმებაა. რაც მთავარია, საუნივერსიტეტო სივრცეში კარიერული განვითარების ქმედითი პლატფორმის არსებობა ყველა ახალგაზრდას განვითარების თანაბარ შესაძლებლობას უქმნის და ამის დასტური ჩვენი საუნივერსიტეტო დასაქმების ფორუმია, რომელიც უკვე ორჯერ გაიმართა და  სტუდენტები დასაქმდნენ“, – აცხადებს ნატო ქათამაძე.

როგორც ნეოსოციალური ქსელის წარმომადგნელბემა განაცხადეს, Sfero-ს ფუნქციონალი განსხვავებულია, ბაზარზე არსებული სხვა გადაწყვეტებისაგან. Sfero-მ სამი მიმართულება გააერთიანა: ინფორმაციის გამოქვეყნება, კომუნიკაცია და მენეჯმენტი. „ასეთი მიდგომა ბევრად მოსახერხებელია, რომელიც ამცირებს პროცესების ხარჯებს და აჩქარებს ინფორმაციის საბოლოო დანიშნულებამდე მისვლის დროს. სწორედ ეს ფაქტორები იძლევა შესაძლებლობას, Sfero-მ პროფესიონალებს შესთავაზოს ყველაზე მრავალფუნქციური და მოქნილი ინსტრუმენტი ყველაზე დაბალ ფასად, რაც მის კონკურენტუნარიანობას ზრდის როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე წარმოებული ყველა პროცესი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იმართება, შესაბამისად პლატფორმის მომსახურებას არ სჭირდება ადამიანის ჩარევა. ეს ფაქტორი ასევე ძალიან სწრაფად მასშტაბირების საშუალებას იძლევა, ვინაიდან რაც უფრო დიდი იქნება საიტის მომხმარებლების პოპულაცია, მით მეტად გაუადვილდება ხელოვნურ ინტელექტს საიტის მართვა, რადგან სტატისტიკური ანალიზი ხელოვნური ინტელექტის კვების წყაროს წარმოადგენს”, – განაცხადეს ნეოსოციალური ქსელის წარმომადგენლებმა.

 


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განმარტავს,...

სიახლეები

სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...

სიახლეები

სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...

სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი -  „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...

სიახლეები

სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე...

სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?