სტუ-ში კომუნიკაციების კომისიამ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია -“მედია გარემო და მედიის რეგულირება” გამართა.
საჯარო ლექციაზე კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, სტუდენტებს საქართველოში არსებული მედია გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, განიხილა თუ როგორია ქვეყნის მედიაპოლიტიკა, რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის დასაწყებად, რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა, ასევე, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია და რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მის განვითარებაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის ნატო ქათამაძის თქმით, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა, მიმდინარე სასწავლო წელს, უნივერსიტეტში უკვე მეორედ გამართეს საჯარო ლექცია.
„უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს კომუნიკაციების კომისიასთან. საჯარო ლექცია -“მედია გარემო და მედიის რეგულირება”, რიგით მეორეა მიმდინარე სასწავლო წელს. პირველ ლექციაზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა სტუდენტებს 5G ტექნოლოგიის უპირატესობებისა და დანერგილი ტექნოლოგიებისგან მისი განმასხვავებელი ნიშნების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ორივე ლექციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. მედია გარემო და მისი რეგულირება განსაკუთრებით საინტერესოა “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების ფონზე. მომავალი ჟურნალისტებისთვის და არა მხოლოდ მათტვის, ლექცია ძალიან მრავლისმომცველი იყო. სტუდენტები დაინტერესდნენ რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მედიიდს განვითარების კუთხით. განხილულ იქნა კონკრეტული მაგალითები“, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.
სტუ-ის სტუდენტის, დანიელ ქორიძის თქმით, ლექცია საინტერესოდ წარიმართა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ ინფორმაცია. თავის თავად, ის უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული და მაქსიმალურად მიახლოებული სიმართლესთან. ჟურნალისტმა შეიძლება ყველა დეტალი ვერ გამოიძიოს, მაგრამ მოსახლეობას უნდა მიაწოდოს სიმართლე. საჯარო ლექცია -“მედია გარემო და მედიის რეგულირება”, ძალიან საინტერესო იყო. ჟურნალისტის, ისევე როგორც, ნებისმიერი პროფესიის ადამიანის საქმიანობა, კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული, თუმცა, ვთვლი, რომ მედიის წარმომადგენელს უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ის ავრცელებს სიახლეებს და ეს სიახლე არ უნდა ემსახურებოდეს სიცრუის ტირაჟირებას და ფაქტი სიძულვილის ენით არ უნდა მიაწოდოს მკითხველსა თუ მსმენელს. ჩემი აზრით, მისასალმებელია მსგავსი ლექციების ხშირად ჩატარება“, – განაცხადა სტუ-ის სტუდენტმა დანიელ ქორიძემ.
Related
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...
Certificates Awarded to 23 Customs Officers of the Revenue Service
The Georgian Technical University has awarded certificates to 23 customs officers from the Customs Department of the Revenue Service (under...