სტუ-ში კომუნიკაციების კომისიამ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია -“მედია გარემო და მედიის რეგულირება” გამართა.

საჯარო ლექციაზე კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, სტუდენტებს საქართველოში არსებული მედია გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, განიხილა თუ როგორია ქვეყნის მედიაპოლიტიკა, რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის დასაწყებად, რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა, ასევე, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია და რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მის განვითარებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის  ნატო ქათამაძის თქმით, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა, მიმდინარე სასწავლო წელს, უნივერსიტეტში უკვე მეორედ გამართეს საჯარო ლექცია.

„უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს კომუნიკაციების კომისიასთან. საჯარო ლექცია -“მედია გარემო და მედიის რეგულირება”, რიგით მეორეა მიმდინარე სასწავლო წელს. პირველ  ლექციაზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა  სტუდენტებს 5G ტექნოლოგიის უპირატესობებისა და დანერგილი ტექნოლოგიებისგან მისი განმასხვავებელი ნიშნების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ორივე ლექციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. მედია გარემო და მისი რეგულირება განსაკუთრებით საინტერესოა “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების ფონზე. მომავალი ჟურნალისტებისთვის და არა მხოლოდ მათტვის, ლექცია ძალიან მრავლისმომცველი იყო. სტუდენტები დაინტერესდნენ  რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მედიიდს განვითარების კუთხით. განხილულ იქნა კონკრეტული მაგალითები“, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.

სტუ-ის სტუდენტის, დანიელ ქორიძის თქმით, ლექცია საინტერესოდ წარიმართა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ ინფორმაცია. თავის თავად, ის უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული და მაქსიმალურად მიახლოებული სიმართლესთან. ჟურნალისტმა შეიძლება ყველა დეტალი ვერ გამოიძიოს, მაგრამ მოსახლეობას უნდა მიაწოდოს სიმართლე. საჯარო ლექცია -“მედია გარემო და მედიის რეგულირება”, ძალიან საინტერესო იყო. ჟურნალისტის, ისევე როგორც, ნებისმიერი პროფესიის ადამიანის საქმიანობა, კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული, თუმცა, ვთვლი, რომ მედიის წარმომადგენელს უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ის ავრცელებს სიახლეებს და ეს სიახლე არ უნდა ემსახურებოდეს სიცრუის ტირაჟირებას და ფაქტი სიძულვილის ენით არ უნდა მიაწოდოს მკითხველსა თუ მსმენელს. ჩემი აზრით, მისასალმებელია მსგავსი ლექციების ხშირად ჩატარება“, –  განაცხადა სტუ-ის სტუდენტმა დანიელ ქორიძემ.

 


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...

სიახლეები

სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...

სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი -  „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...

სიახლეები

სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე...

სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...

სიახლეები

პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?