საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი სტუ-ის რექტორს 60 წლის იუბილეს ულოცავს
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოსს დავით გურგენიძეს 60 წლის იუბილეს ულოცავს. იგი იუბილარს ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს უსურვებს.
„თვალსაჩინო მეცნიერმა, სასახელო პიროვნებამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი ქვეყნის გამოჩენილ მეცნიერთა შორის და დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს მის სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას, იმ დიდ ყურადღებას, რომელსაც ბატონი დავითი როგორც პროფესორი, დეკანი და შემდგომ რექტორი უთმობს ახალგაზრდა თაობის პროფესიული განვითარების საკითხებს, საერთოდ კი სტუდენტი ახალგაზრდობა ყოველთვის იყო მისი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი და დღესაც ასეთად რჩება.
დიდი, სამაგალითო შრომითი გზა განვლო ბატონმა დავითმა – მისი შრომითი ბიოგრაფია იწყება მცხეთაში სამრეწველო კომბინატის მუშად დასაქმებიდან, შემდეგ ის მუშაობდა ზეინკლად, მონაწილეობდა ენგურჰესის მშნებლობაში, პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ აგებული ჰიდროენერგეტიკული, ჰიდრომელიორაციული ჰიდროკვანძებისა და თბოელექტროსადგურების საექსპლუატაციო ანალიზსა და მონიტორინგს, სხვადასხვა ენერგეტიკული, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტის მშნებლობა-რეკონსტრუქციაში მონაწილეობას.
ბატონი დავითი, არის რამდენიმე უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის საპატიო დოქტორი და პროფესორი, მეცნიერების განვითარებაში მისი დიდი ღვაწლის აღსანიშნავად 2023 წელს ის არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად – აკადემიკოსად, მისი ღვაწლის აღიარება იყო ის, რომ სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი პირადი წვლილისთვის 1999 წელს, ბატონი დავითი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ხოლო 2023 წელს – დანტე ალიგიერის საზოგადოების ოქროს მედლითა და დიპლომით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, მისი როგორც რექტორის კომპეტენტური და ღრმად გააზრებული დამოკიდებულება აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინირინგის ფაკულტეტის განვითარების საკითხისადმი.
ბატონო დავით, საქართველოს სოფლის მეურენეობის მეცნიერებათა აკადემია გილოცავთ თქვენ, ღირსეულ მამულიშვილს, აღიარებულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ მეუღლეს, მამასა და ბაბუას დაბადების მე-60 წლისთავს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში“ – ნათქვამია მილოცვის ტექსტში.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...