საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი სტუ-ის რექტორს 60 წლის იუბილეს ულოცავს

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოსს დავით გურგენიძეს 60 წლის იუბილეს ულოცავს.  იგი იუბილარს  ჯანმრთელობას და  ხანგრძლივ სიცოცხლეს უსურვებს.

  „თვალსაჩინო მეცნიერმა, სასახელო პიროვნებამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ  მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი ქვეყნის გამოჩენილ მეცნიერთა შორის და დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს მის სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას, იმ დიდ ყურადღებას, რომელსაც ბატონი დავითი როგორც პროფესორი, დეკანი და შემდგომ რექტორი უთმობს ახალგაზრდა თაობის პროფესიული განვითარების საკითხებს, საერთოდ კი სტუდენტი ახალგაზრდობა ყოველთვის იყო მისი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი და დღესაც ასეთად რჩება.

დიდი, სამაგალითო შრომითი გზა განვლო ბატონმა დავითმა – მისი შრომითი ბიოგრაფია იწყება მცხეთაში სამრეწველო კომბინატის მუშად დასაქმებიდან, შემდეგ ის მუშაობდა ზეინკლად, მონაწილეობდა ენგურჰესის მშნებლობაში, პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ აგებული ჰიდროენერგეტიკული, ჰიდრომელიორაციული ჰიდროკვანძებისა და თბოელექტროსადგურების საექსპლუატაციო ანალიზსა და მონიტორინგს, სხვადასხვა ენერგეტიკული, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტის მშნებლობა-რეკონსტრუქციაში მონაწილეობას.

ბატონი დავითი,  არის რამდენიმე უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის საპატიო დოქტორი და პროფესორი, მეცნიერების განვითარებაში მისი დიდი ღვაწლის აღსანიშნავად 2023 წელს ის არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად – აკადემიკოსად, მისი ღვაწლის აღიარება იყო ის, რომ სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი პირადი წვლილისთვის 1999 წელს, ბატონი დავითი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ხოლო 2023 წელს – დანტე ალიგიერის საზოგადოების ოქროს მედლითა და დიპლომით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია,  მისი როგორც რექტორის კომპეტენტური და ღრმად გააზრებული დამოკიდებულება აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინირინგის ფაკულტეტის განვითარების საკითხისადმი.

ბატონო დავით, საქართველოს სოფლის მეურენეობის მეცნიერებათა აკადემია გილოცავთ თქვენ, ღირსეულ მამულიშვილს, აღიარებულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ მეუღლეს, მამასა და ბაბუას დაბადების მე-60 წლისთავს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში“ –  ნათქვამია მილოცვის ტექსტში.  


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის,...

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?