საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი “ტვ ფორმულას” და ვანო მაჭავარიანს ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვანო მაჭავარიანის მიერ „ტვ ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში – „კომენტარი სოფო ზურაბიანთან ერთად“, გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და გადაცემის წამყვანისა და მისი რესპონდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაცემის წამყვანმა და ვანო მაჭავარიანმა რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის და შესაბამისად, უნივერსიტეტის დისკრედიტაციისკენ მიმართული ცილისმწამებლური განცხადებები გააჟღერეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადეს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან, 16 მაისს, დილის საათებში, ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მსვლელობისას, სტუდენტებთან შეხვდრის მიზნით, უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სამუშაო გრაფაკი შეცვალა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სტუდენტებს შეხვდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს განუმარტა, რომ უნივერსიტეტისთვის ფუნდამენტურად ღირებულია დემოკრატიის პრინციპები და გამოხატვის თავისუფლების გარანტირება. უნივერსიტეტი თვლის, რომ ნებისმიერ აქციაში მონაწილეობა სტუდენტების ან პედაგოგების პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაა. ამასთანავე, უნივერსიტეტი ვალდებულია სასწავლო პროცესი განავითაროს, რადგან სამოქალაქო აქტივობასთან ერთად, სტუდენტების უმრავლესობა ლექციებს ესწრება.
რექტორის ჯანსაღი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფისთვის, რისი გამოვლინებაც იყო ვანო მაჭავარიანის „ტვ ფორმულას“ ეთერში გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები. სამწუხაროდ, გადაცემის წამყვანი სოფო ზურაბიანი აღმოჩნდა მხარე და სტუმრის მსგავსად, ისიც მტკიცებით ფორმაში, დამცინავი და შეურაცხმყოფელი ტონით მოიხსენიებდა რექტორს და უნივერსიტეტს.
ვანო მაჭავარიანმა ცილი დასწამა დავით გურგენიძეს და განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, დავით გურგენიძე მას თითქოს „სდევნიდა და კაბინეტში იბარებდა“. ნათქვამის ჭეშმარიტებაში გადაცემის წამყვანის, მაყურებლის და სტუდენტების დასარწმუნებლად, მან ზემოთ თქმულს კიდევ ერთი ტყუილი მიაყოლა, რომ დავით გურგენიძემ უმაღლესი განათლება კუიბიშევში მიიღო.
ვანო მაჭავარიანი, სიცრუის ტირაჟირებითა და საზოგადოების გამიზნულად შეცდომაში შეყვანით, ცდილობდა ქვეყანაში არსებული სიტუაცია მეტად გაემძაფრებინა. განათლებულობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანისგან მეტად გასაოცარია, როცა მან ახალგაზრდებს განუცხადა – თურმე დღეს სწავლა-სწავლების პროცესი რუსული გავლენაა და სტუდენტებმა არ უნდა დაუჯერონ რექტორს!
სამწუხაროდ, ჟურნალისტმა არ დასვა შეკითხვა – თუ გურგენიძე კუიბიშევში სწავლობდა, ხოლო მაჭავარიანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (იმჟამინდელი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი), როგორ მოახერხა გურგენიძემ მაჭავარიანის „კაბინეტში დაბარება“. ჟურნალისტი ასევე არ დაინტერესდა, საჭიროების შემთხვევაში ვანო მაჭავარიანს შეუძლია თუ არა, სათანადო მტკიცებულებები წარმოადგინოს და ინტერვიუში ნათქვამი დაადასტუროს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეყრდნობა გამჭვირვალობის პრინციპებს, ყოველთვის ღიაა და მზად არის საზოგადოებასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, მით უმეტეს, რომ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი რექტორის მოღვაწეობის შესახებ მის ყველა ეტაპზე და ყველა კითხვაზე არგუმენტირებული პასუხია გაცემულიდა ბატონ ვანო მაჭავარიანსაც მოვუწოდებთ იმოქმედოს გამჭვირვალობის დაცვით – გაიხსენოს მისი „საქმიანობის“ დეტალები საბჭოთა თუ შემდგომ პერიოდებში, მათ შორის, სტუდენტობის წლებში თავისი კომკავშირთან ურთიერთობა!
საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტი გადაცემაში – „კომენტარი სოფო ზურაბიანთან ერთად“, ჟურნალისტ
სოფო ზურაბიანის მხარდაჭერით, ვანო მაჭავარიანის მხრიდან სამიზნე ჯგუფისთვის (სტუდენტებისთვის)
გაჟღერებულ ცილისმწამებლურ განცხადებებს რექტორის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის
შელახვისა და უნივერსიტეტის დისკრედიტაციის, სწავლა-სწავლების პროცესის ჩაშლის მცდელობად
აღიქვამს და ტელეკომპანიას, ასევე, ვანო მაჭავარიანს საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს“,
– აღნიშნულია სტუ-ის განცხადებაში.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...