სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დასრულდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დასრულდა. პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ და „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ დამაარსებელმა, პროფესორმა მერაბ მიქელაშვილმა გადასცეს.
საგაზაფხულო სესიაში, რომელიც 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თბილისის ცამეტი საჯარო და კერძო სკოლების 50-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
სესიის მიმდინარეობისას, სკოლის მოსწავლეებს ლექციები ფაკულტეტის პროფესორებმა, დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა წაუკითხეს. ლექციების თემატიკა შეეხო ისეთ საკითხებს, როგიცაა: მეწარმეობისა და ბიზნესის არსი; ანტრეპრენერობის არსი; სად ვეძებოთ ბიზნესიდეა; მენეჯმენტი იგავებში და არა მარტო…; ლიდერი და ლიდერობა; მარკეტინგი, როგორც გაყიდვების ხელოვნება და კრეატიული აზროვნება; კრიტიკული აზროვნება; ემოციური ინტელექტი; ჩემი ადგილი პროფესიების სამყაროში; ტურიზმი, როგორც მეწარმეობა; დროის მენეჯმენტი; ფინანსური აზროვნება-ფულის რაობა და საკუთარი ფინანსების მართვა; ბიზნესის მორალი და საქმიანი ეტიკეტი; პიროვნების დიზაინი – 21-ე საუკუნის უნარები და ა.შ.
სტუ-ის ვიცე-რექტორმა „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს მიულოცა სესიაში მონაწილეობა და შესაბამისი სერთიფიკატის აღება. როგორც პროფესორმა თამარ წერეთელმა, აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის სტუდენტის და აბიტურიენტების, სკოლის მოსწავლეების მომავალზე ზრუნავს და ევროპული სტანდარტის სასწავლო გარემოს უქმნის.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი პროექტს უკვე 6 წელია ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეებმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოხატეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და გვერდით დგომით პროექტი წარმატებით ხორციელდება, რისთვისაც მას დიდი მადლობა. წარმატებები მინდა ვუსურვო “ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის” დამაარსებელს, პროფესორ მერაბ მიქელაშვილს და პროექტის მონაწილე მოსწავლეებს“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
როგორც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე აცხადებს, ფაკულტეტთან არსებული “ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი” არის კრეატიული, თავისუფალი და ლიდერული აზროვნების პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებს იმ მნიშვნელოვანი უნარებს დაუფლებაში ეხმარება, რაც მთლიანობაში პროფესიის სწორად არჩევის პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას უწევთ.
„მოსწავლეთა მხრიდან გამოხატული ინტერესი და მოტივაცია ცენტრის მომავალი მუშაობის გააქტიურების, ახალი საინტერესო თემატიკის მოძიებისა და დამუშავების, პროფორიენტაციის მიმართულებით მუშაობის გააქტიურების და მოსწავლეებისთვის პროფესიების სამყაროში საკუთარი თავის პოვნის საქმეში ძალისხმევის გაძლიერების საფუძველს იძლევა. მოსწავლეების მიერ შთაბეჭდილებების წიგნში ჩაწერილი მოსაზრებები, სურვილები და გამოხმაურებები, ცენტრს მისი მომავალი მუშაობის დაგეგმაში დიდ დახმარებას გაუწევს“, – აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე.
„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ ტექნიკურ უნივერსიტეტში 2018 წელს ჩამოყალიბდა. არსებობის განმავლობაში, ცენტრის სესიებში მონაწილეობა მიიღო თბილისის, რუსთავის, თეთრიწყაროს და სხვა რეგიონების 60-მდე საჯარო და კერძო სკოლის 350-მდე მოსწავლემ.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...