სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოხსენება მოისმინა
img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისსაუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორი, პროფესორი ვაჟა პაპასკირი, ბიბლიოთეკისხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლადგამოცხადებული არჩევნების ფარგლებში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობითაკადემიური საბჭოს და ფაკულტეტებისწარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარსდგა.
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა დამსწრესაზოგადოებას გააცნო თანამდებობაზე ყოფნისპერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესები და ასევე, სამომავლო გეგმები.
ვაჟა პაპასკირმა მადლობა გადაუხადა საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებსმხარდაჭერისათვის. როგორც ბიბლიოთეკისხელმძღვანელმა და ამასთანავე, ამ თანამდებობისდასაკავებლად გამოცხადებული არჩევნებშიმონაწილე ერთადერთმა კანდიდატმა განაცხადა, სტუ-ის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკისუნივერსალური ფონდი შედგება სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან. მათშორისაა ისეთი უნიკალური (რარიტეტული) გამოცემები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ ამბიბლიოთეკაშია დაცული და უიშვიათესეგზემპლარებს წარმოადგენს, კერძოდ, დაცულიაXVIII, XIX და XX საუკუნეების ტექნიკური, საინჟინროდა ჰუმანიტარული სპეციალობის ქართული, ევროპული და ამერიკული გამოცემები. ფონდში ასევედაცულია ფრანგული, გერმანული, რუსული დაინგლისური საინჟინრო და საისტორიო ხასიათისპერიოდული გამოცემები, რომლებიცფასდაუდებელია ტექნიკის (და არამხოლოდ) ისტორიის განვითარების უწყვეტი პროცესისწარმოსადგენად. ამავე ფონდში შეხვდებითბროკგაუზისა, ლარუსის, გრანტის უნიკალურენციკლოპედიებს. ბიბლიოთეკის წიგნსაცავშიდაცული ლიტერატურა ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზეა შექმნილი. მათი საერთო ოდენობა რამოდენიმემილიონსაბიბლიოთეკო ერთეულს შეადგენს, რომელთაშორისაა როგორც წიგნები, ასევეა პერიოდულიგამოცემებიც. ბიბლიოთეკის ფონდისმნიშვნელოვანი ნაწილია წიგნებისა და ჟურნალებისელექტრონული ბაზა.
სტუ-ის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკისხელმძღვანელის განცხადებით, ნებისმიერიმომხმარებლისთვის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზეხელმისაწვდომია ბიბლიოთეკის ელექტრონულიკატალოგი და ლიტერატურის ელექტრონული საძიებოსისტემა, ამასთან, სტუდენტებსა და პერსონალს აქვთწვდომა Elsevier-ის მიერ შემოთავაზებულპროდუქტებზე -სამეცნიერო ბაზებზე: ScienceDirect დაScopus, ასევე სტუ-ის მიერ შესყიდულ ბაზებზე: Heinonline, Cambridge University Press, Royal Society Publishing – journals, IMF eLibrary, IMechE Journals, Openedition Journals, Mathematical Sciences Publishers, SAGE Journals, Edward Elgar Publishing, Duke University Press, European Respiratory Journal, The Company of Biologists’ Journals.
„დიდი პატივი და უდიდესი მოტივაციაა კიდევერთხელ მივიღო მონაწილეობა საპასუხისმგებლოპოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსშიჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში. მადლობასმოვახსენებ რექტორს და ყველა იმ პირს, ვინცსაშუალება მოგვცა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაშიდაგვენერგა ინტეგრირებული საბიბლიოთეკოსისტემა “KOHA” (ელექტრონული კატალოგი), რისისაშუალებითაც შესაძლებელია ბიბლიოთეკაშიარსებული ლიტერატურის (როგორც ბეჭდური, ასევეელექტრონული) მოძიება. სტუდენტებს დაპროფესორ-მასწავლებლებს/თანამშრომლებს აქვთშეუფერხებელი წვდომა საბიბლიოთეკოერთეულებთან, რომლებიც ატვირთულიაელექტრონულ კატალოგში. აღნიშნული სისტემაუზრუნველყოფს საბიბლიოთეკო რესურსებისა დასერვისების ეფექტურ გამოყენებას. ბაზა მუდმივადგანახლებადია. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკამოიცავს მიწისქვეშა წიგნსაცავებს, ბიბლიოთეკაშიფუნქციონირებს პერიოდული გამოცემების დარბაზი, ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა, ტექნიკურ-მეცნიერებათა, ელექტრონული წიგნის დარბაზები. ასევე, საკონფერენციო დარბაზი, სადაც 100 კომპიუტერია განთავსებული. ბიბლიოთეკა სრულადდაფარულია ინტერნეტის ქსელით. გარდა კლასიკურისაბიბლიოთეკო მომსახურებისა, სტუ-ის ბიბლიოთეკათავისი ფილიალებით ახორციელებს ანთანამონაწილეა მრავალი სასწავლო-სამეცნიეროღონისძიებებისა, როგორც საუნივერსიტეტომასშტაბით, ასევე ქვეყნისა და საერთაშორისოდონეზე. ჩემი ახალი ვადით არჩევის შემთვევაში, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საუნივერსიტეტობიბლიოთეკა კვლევაც იქნება საუნივერსიტეტოსასწავლო და სამეცნიერო ცხოვრების განიყოფელინაწილი, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს იმდიდ და საშურ საქმეს, რომელიც ახალგაზრდებისსწორი და პროფესიული ცოდნით შეიარაღებაა, რათათითოეულმა მათგანმა იპოვოს ის სამოქმედოარეალი, რომლის ფუნდამენტიც ტექნიკურმაუნივერსიტეტმა შეუქმნა“, – აღნიშნა თავისგამოსვლაში ვაჟა პაპასკირმა.
შეხვედრის დასასრულს ვაჟა პაპასკირმააკადემიური საბჭოს წევრების კითხვებს გასცაპასუხები.
Related
“Energy Open Space” – A new project has been launched at the Faculty of Power Engineering
A new educational and scientific project – “Energy Open Space” – has been launched at the Faculty of Power Engineering...
Registration for spring admission professional education programs has begun
Registration for spring admission professional education programs for the 2026 academic year at the Georgian Technical University began on May...
GTU Rector – Let us ask the Virgin Mary to give us strength, so that our choice in the future will become a source of goodness, peace, and development for Georgia
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates his colleagues and students on the Day of the...
GTU Rector – May God bless Your Holiness, the Georgian Church, and all of Georgia
On behalf of the university community, Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates the Georgian Orthodox Church,...
Guram Makharadze – 85
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Professor Guram Makharadze...
The Rector of the Georgian Technical University expresses condolences on the death of young teacher and researcher Levan Dundua
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, expresses his sorrow on...