სტუ და „ STEM ინოვატორთა ასოციაცია“ STEM პროექტების კონკურსს აცხადებს
img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}
“STEM ინოვატორთა ასოციაცია“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსს აცხადებს.
კონკურსის მიზანია, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში STEM პროექტებით სწავლების სუკეთესო პრაქტიკა გამოავლინოს.
კონკურსში განაცხადის წარდგენა შეუძლია გუნდს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობას:
· გუნდი უნდა შედგებოდეს ერთი სკოლის, ერთიდაიმავე ან სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისაგან;
· გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 4 მოსწავლისაგან;
· გუნდის მენტორი/მენტორები უნდა იყოს STEM მიმართულების საგნების ერთი ან ორი მასწავლებელი;
· კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლებს.
კონკურსი შედგება 3 ეტაპისაგან:
პირველი ეტაპი: განაცხადის წარდგენა (7-25 თებერვალი);
მეორე ეტაპი: ნახევარფინალი, პროექტის შესახებ 3-5 წუთიანი ვიდეოს საფუძველზე 12 ფინალისტის გამოვლენა;
მესამე ეტაპი: ფინალი, ფინალში გადასული 12 გუნდიდან შეირჩევა სამი საუკეთესო გუნდი პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებისთვის (30 აპრილი).
ფინალურ ეტაპზე დასწრება და გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნახევარფინალში მონაწილე ყველა გუნდს.
ჯილდო გადაეცემათ, როგორც გუნდის წევრებს, ისე გუნდის მენტორებს!
პირველ ადგილზე გასული გუნდის მენტორ/ მენტორებს მიენიჭებათ სტატუსი – ,, 2024 წლის საუკეთესო STEM ინოვატორი“.
კონკურსზე დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი: https://shorturl.at/ghsy9
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/2ERfjjyMnJo98rQT9
Related
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...