სტუ-ის „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მზის ელექტროსადგურის მშენებლობა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა დაათვალიერა
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის – სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრის, „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მშენებლობა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მატუშ ბუშოვსკიმ დაათვალიერა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში ვახტანგ გვიშიანი, პროფესორები – გიორგი გიგინეიშვილი და ევტიხი მაჭავარიანი. ასევე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი ზუზანა პალოშოვა, SlovakAid-ის ფინანსური მენეჯერები საბინა ბურეშოვა და ანა-მარია ბენკოვა, სლოვაკეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ჯუმა ჰაიდარი, ELVOSOLAR-ის გაყიდვების დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი რადოვან ანჩიჩი.
საქართველოს ტექნიკურ უნივესიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, სლოვაკეთის მთავრობის გრანტით სტუ-ის სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრის, „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარეობს 20 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა და ასევე, არაპირდაპირი გათბობის ციკლით და კონტროლის სისტემით, 1000 ლიტრი ცხელი წყლის ტევადობით, თერმული მზის სისტემის მონტაჟი.
„21-ე საუკუნეში შეუძლებელია პროგრესი არსებობდეს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღების გარეშე. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ თანამედროვე თბური და ფოტოელექტრული სადგურები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, საიმედოობით, უახლეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით და გრძელვადიანი ექსპლუატაციის ვადით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოწვევებს სათანადოდ პასუხობს და ამის ერთ-ერთი დასტურია „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მშენებლობა, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო. სამუშაოებს ახორციელებს Viessmann-ის ფირმა, რომელიც გათბობის/გაგრილების სისტემების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში. პროექტის ფარგლებში „ანალიზხელსაწყოში“ მოეწყობა ლაბორატორია და ტრეინინგცენტრი, სადაც მოწვეული იქნებიან როგორც ადგილობრივი, ისე სლოვაკეთის წამყვანი სპეციალისტები, რათა მათ მოამზადონ და გადაამზადონ განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე პერსონალი. ასევე, ეს ჩვენი მოკლევადიანი პროფესიული პროგრამების მსენელებისათვის იქნება ახალი შესაძლებლობა, ადგილზე შეისწავლონ და გაეცნონ განახლებად ენერგიებში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები. ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი განახლებადი ენერგიების ათვისების გზაზე საქართველოში“, – აცხადებს ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრის, „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მშენებლობა 2024 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება.
Related
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...