სტუ-ის სტუდენტებს უცხოელმა პროფესორებმა სალექციო კურსები ჩაუტარეს
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაზის უნივერსიტეტის (ანკარა, თურქეთი) პროფესორმა ჰაკან ატეშმა და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ზაბრჟე, პოლონეთი) ასისტენტ-პროფესორმა იოლანტა ბარანმა სალექციო კურსები ჩაატარეს.
უცხოელი მეცნიერები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში ეწვივნენ.
პროფესორები ჰაკან ატეში და იოლანტა ბარანი, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში, ასევე შეხვდნენ სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს, პროფესორ ლიანა თარგამაძეს, ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და სამეცნიერო-აკადემიურ პერსონალს, რომელთაც თავიანთი უნივერსიტეტები წარუდგინეს და პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებები გააცნეს. სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კვლევითი მიმართულებების შესახებ მოხსენება ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ ლოლაძემ გააკეთა.
როგორც ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორ ლიანა თარგამაძემ აღნიშნა, სილეზიის ტექნოლოგიური და გაზის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთობლივი საგანმანათლებლო- სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.
„ვიმსჯელეთ აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობაზე, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო პროექტების განხორციელებაზე, ასევე, ვისაუბრეთ სტუდენტთა და თანამშრომელთა მობილობის პროცესის გააქტიურებისა და უცხოელ კოლეგებთან პარტნიორობით, კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე. ვფიქრობთ, სამივე უნივერსიტეტისთვის ყველა ეს კომპონენტი, სასწავლო პროცესის მდგრადობის მხრივ, უმნიშვნელოვანესია“, – აცხადებს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ლიანა თარგამაძე.
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს გაზის და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების პროფესორებმა, ჰაკან ატეშმა და იოლანტა ბარანმა 5-დღიანი სალექციო კურსები მასალათმცოდნეობისა და გარემოსდაცვითი ინჟინერიის მიმართულებით ჩაუტარეს.
Related
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...
Rector of GTU, Academician David Gurgenidze Congratulates Applicants on Becoming Students
Academician David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University, congratulates the university applicants who successfully passed the Unified National Examinations on...