სტუ-ის პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს „ჭკვიანი დაფა“ გადაეცა
img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს „ჭკვიანი დაფა“ გადაეცა. საუნივერსიტეტო ცენტრს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინვენტარი, შეუფერხებელი სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად, ბიზნესმენმა, სტუ-ის კურსდამთავრებულმა ზვიად მუკბანიანმა უსახსოვრა.
ღონისძიებას, რომელიც გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ესწრებოდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ანდრიუს კალინდრა, ბიზნესმენი ზვიად მუკბანიანი, სტუ-ის აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებული მიღწევების შემთხვევაში ისინი ლიეტუვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ და სწავლას სამაგისტრო პროგრამებზე აგრძელებენ. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ასევე, ბიზნესმენს ძვირადღირებული საჩუქრისთვის.
„მადლობა მინდა მოვახსენო ლიეტუვას, ბატონ ელჩს და ასევე, ბიზნესმენ ზვიად მუკბანიანს, ჩვენი სტუდენტებისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვის რესპუბლიკასთან მრავალწლიანი მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებს, რომლის დასტურია ჩვენს უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის არსებობა. საუნივერსიტეტო ცენტრში არაერთმა სტუდენტმა შეისწავლა ლიეტუვური ენა და ჩენი მეგობარი ქვეყნის ისტორია. სტუდენტები განსაკუთრებული მიღწევების შემთხვევაში ლიეტუვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ და სწავლას სამაგისტრო პროგრამებზე აგრძელებენ. სტუდენტებისთვის მოქმედებს მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები და საგანმანათლებლო პროექტები, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და ლიეტუვის ახალგაზრდობის, ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეების მეტად დაახლოებას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უკვე არაერთი წელია მჭიდრო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობები აქვს ლიეტუვას უნივერსიტეტებთან. მინდა წარმატებები ვუსურვო ცენტრს და სტუდენტებს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული კულტურული და საგანმანათებლო თანამშრომლობისათვის. როგორც ელჩმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისათვის, რომ დაეუფლონ ლიეტუვურ ენას, კულტურას, ეზიარონ მეცნიერებას. მისმა აღმატებულება ელჩმა მადლობა გადაუხადა ბიზნესმენ ზვიად მუკბანიანს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრისთვის გადაცემული საჩუქრისთვის და წარმატებები უსურვა სტუდენტებს.
შეხვედრის დასასრულს, რექტორმა, ელჩმა და სხვა სტუმრებმა „ჭკვიან დაფაზე“ ავტოგრაფები დატოვეს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი 10 წლის წინ, 2012 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლიეტუვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით საქართველოსა და ლიეტუვის განათლების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა. ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ მათ შეუძლიათ სწავლა ლიეტუვაში განაგრძონ. განსაკუთრებული მიღწევების შემთხვევაში ისინი ლიეტუვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ და სწავლას სამაგისტრო პროგრამებზე აგრძელებენ. გარდა ამისა, ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ენის შემსწავლელ ერთთვიან კურსებსაც სთავაზობს ლიეტუვაში. 10 წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამით 250-ზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა. ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორისა და ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორის, ვიდას კავალიუსკასის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს მიენიჭა.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...