სტუ-ის რექტორი: „27 სექტემბერი არის უმძიმესი დღე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და დაგვიტოვა უდიდესი პასუხისმგებლობა ვემსახუროთ სამშობლოს ერთიანობას”
„27 სექტემბერი არის უმძიმესი დღე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და დაგვიტოვა უდიდესი პასუხისმგებლობა ვემსახუროთ სამშობლოს ერთიანობასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას. აფხაზეთის ომში დაღუპულთა თავდადება გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება მოითხოვს უდიდეს მსხვერპლს. აკადემიურ საზოგადოებას განსაკუთრებული მისია აკისრია – გააგრძელოს კვლევა, გააანალიზოს ის ისტორიული პროცესები, რომლებმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ბედისწერა და ამ ცოდნის საფუძველზე აღზარდოს მომავალი თაობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სამშობლოს სამსახურის იდეალებით. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ქვეყნის აღმშენებლობისთვის არჩეული გზა, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვა, წარმოადგენს საქართველოს გაერთიანების მნიშვნელოვან საწინდარს. სწორედ მეცნიერებისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით ვუყრით საფუძველს ეროვნული ერთიანობის განმტკიცებასა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას”, – ასე ეხმაურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სოხუმის დაცემის დღეს.

ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების 32 წლისთავის ფარგლებში, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი და საქართველოს ეროვნული გმირების ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს.

„27 სექტემბერი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში არის გარდამტეხი თარიღი, ტრაგიკული მოვლენების სიმბოლო და ამავდროულად ჩვენი ეროვნული თვითშეგნების განმტკიცების საფუძველი. თითოეულ ჩვენგანს ეკისრება ვალდებულება, რომ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შევუნარჩუნოთ ისტორიული მეხსიერება, რათა მათი პროფესიული და მოქალაქეობრივი საქმიანობა ყოველთვის იყოს განმსჭვალული სამშობლოს სიყვარულით, სიმართლით და პასუხისმგებლობით“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...