სტუ-ის რექტორი: „27 სექტემბერი არის უმძიმესი დღე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და დაგვიტოვა უდიდესი პასუხისმგებლობა ვემსახუროთ სამშობლოს ერთიანობას”

სიახლეები

„27 სექტემბერი არის უმძიმესი დღე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და დაგვიტოვა უდიდესი პასუხისმგებლობა ვემსახუროთ სამშობლოს ერთიანობასა და  სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას. აფხაზეთის ომში დაღუპულთა თავდადება გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება მოითხოვს უდიდეს მსხვერპლს. აკადემიურ საზოგადოებას განსაკუთრებული მისია აკისრია –  გააგრძელოს კვლევა, გააანალიზოს ის ისტორიული პროცესები, რომლებმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ბედისწერა და ამ ცოდნის საფუძველზე აღზარდოს მომავალი თაობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სამშობლოს სამსახურის იდეალებით. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ქვეყნის აღმშენებლობისთვის არჩეული გზა,  მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვა, წარმოადგენს საქართველოს გაერთიანების მნიშვნელოვან საწინდარს. სწორედ მეცნიერებისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით ვუყრით საფუძველს ეროვნული ერთიანობის განმტკიცებასა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას”, – ასე ეხმაურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სოხუმის დაცემის დღეს. 

GTU Cover (2).png

ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების 32 წლისთავის ფარგლებში, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი და საქართველოს ეროვნული გმირების ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს. 

GTU Cover (1).png

„27 სექტემბერი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში არის გარდამტეხი თარიღი, ტრაგიკული მოვლენების სიმბოლო და ამავდროულად ჩვენი ეროვნული თვითშეგნების განმტკიცების საფუძველი. თითოეულ ჩვენგანს ეკისრება ვალდებულება, რომ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შევუნარჩუნოთ ისტორიული მეხსიერება, რათა მათი პროფესიული და მოქალაქეობრივი საქმიანობა ყოველთვის იყოს განმსჭვალული სამშობლოს სიყვარულით, სიმართლით და პასუხისმგებლობით“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

Placeholder
სიახლეები

იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...

მემორანდუმი

სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...

Placeholder
სიახლეები

პროფესიული კურსები სტუდენტებისთვის

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის  სასწავლო კურსებს იწყებს. 28 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, ასოციაცია გრენა პირველკურსელებს  ორ...

sashemodgomo gare mobiloba 2026-2027 gtu
სიახლეები

სტუ-ში 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo მობილობით გადმოსვლის მსურველმა...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტობას ულოცავს და მათ შემეცნებითა და...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?