სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე „ბიზნეს მედია კორპორაციის“ ხელმძღვანელს შეხვდა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძესა და „ბიზნეს მედია კორპორაციის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ლევან ბეგლარიშვილს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, მხარეებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ბიზნეს მედია კორპორაციას“ შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და სამომავლო კოოპერაციის დეტალები შეათანხმეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, „ბიზნეს მედია კორპორაცია“ დაინტერესებულია უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა ჩართვით კორპორაციის საქმიანობაში, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მედიაპროდუქტების შექმნის მიმართულებით ახალგაზრდების დახელოვნებასა და მათ მონაწილეობას კორპორაციის მიერ მომზადებულ სატელევიზიო გადაცემებსა და ონლაინ გამოცემების კონტენტების შექმნაში. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰყავს წარმატებული სტუდენტები, რომელთაც კორპორაციაში სტაჟირება დამატებით მოტივაციას შეუქმნის.
„ჩვენს განვიხილეთ ყველა შესაძლებლობა და მიმართულება, რაც ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო და ამავდროულად, საჭიროა, როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე, „ბიზნეს მედია კორპორაციისთვის“. სტუდენტისთვის, მაღალკვალიფიციური განათლების მიღების გარდა, აუცილებელია პრაქტიკული მუშაობა, რა თქმა უნდა, დასაქმების პერსპექტივით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიდი ყურადღებას ეთმობა სტუდენტების კარიერულ განვითარებას და ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ. „ბიზნეს მედია კორპორაცია“ უნივერსიტეტს სთავაზობს სტუდენტთა სტაჟირებას, რაც მოიცავს მომავალი ჟურნალისტების დახელოვნებას და სამუშაო გამოცდილების მიღებას, როგორც ბეჭდური მედიის, ასევე, სატელევიზიო მედიის მიმართულებით. ვიმედოვნეთ, ამ ორმხრივ სარგებლიან, საინტერესო წამოწყებას ახლო მომავალში ოფიციალური სახე მიეცემა და უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობით, ჩვენს კოლაბორაციას ეფექტიანი გაგრძელება მოჰყვება. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით ახალგაზრდა პროფესიონალი ჟურნალისტების მომზადება მაღალხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნასა და საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხზე დადებით გავლენას იქონიებს. მზაობას გამოვთქვამთ, ამ პროცესში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, მისმა აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
როგორც „ბიზნეს მედია კორპორაციის“ ხელმძღვანელმა და წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნეს, სტუ-ის სტუდენტები სტაჟირების პროცესში, რეალურ დროსა და სივრცეში მიიღებენ ბიზნესმედიაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას, დაეუფლებიან მედიაინდუსტრიის სტანდარტებს, გაიცნობენ ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებს და განივითარებენ ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების ჟურნალისტისთვის აუცილებელ ისეთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: სატელევიზიო სიუჟეტის მომზადება, მენტორინგი, სატელევიზიო გადაცემებისა და ონლაინ გამოცემებისთვის კონტენტის მომზადება, ბისზნესსექტორის წარმომადგენლებთან ინტერვიუების მასტერკლასები და სხვა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იზრუნებენ თანამშრომლობის მემორანდუმის პროექტის მომზადებაზე. აღნიშნულ დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და „ბიზნეს მედია კორპორაციის“ ხელმძღვანელი უახლოეს მომავალში მოაწერენ ხელს.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...