სტუ-ში, საერთაშორისო ციკლური ლექცია-სემინარების ფარგლებში, ახალი თაობის ბიომასალებისა და სამედიცინო იმპლანტების შესახებ იმსჯელეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაულტეტისა და საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო ლექცია-სემინარი თემაზე – „ნანოტექნოლოგია რეალურ ცხოვრებაში: ბიომასალები და სამედიცინო იმპლანტების ახალი თაობა“ (Nanotechnology in Real Life Applications: New Generation of Biomaterials and Medical Implants) გაიმართა.
საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, პროფესორ პაატა კერვალიშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, დეპარტამენტის პროფესორების – ლალი ჩახვაშვილის, გელა გოდერძიშვილის, თამარ ბერბერაშვილისა და სხვათა მონაწილეობით, ასევე, სტუ-ის ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების ჩართულობით, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ, ჰიბრიდულ ფორმატში, რეგულარულად აწყობს ციკლურ საერთაშორისო ლექცია-სემინარებს, სადაც მოხსენებით გამოდიან სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების ცნობილი მეცნიერები, დისკუსიებში კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად, უცხოელი კოლეგები ერთვებიან.
როგორც პროფესორმა პაატა კერვალიშვილმა აღნიშნა, დეკემბრის საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის მონაწილეებმა ნანოტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ახალი თაობის ბიომასალებისა და სამედიცინო იმპლანტების შესახებ ავსტრიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (AIT) მეცნიერის, დოქტორი ლასლო საითის (Dr. Laszlo Sajti) მოხსენება მოისმინეს.
„დოქტორი ლასლო საითი ავსტრიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპინ-ოფ კომპანია RHP-Technology-ის ცნობილი მკვლევარია, რომელიც ნანოინჟინერინგის მიმართულებას ხელმძღვანელობს და მუშაობს ნანომეცნიერების, ნანოტექნოლოგიებისა და ბიომედიცინაში მათი გამოყენების შესაძლებლობებზე. ლექცია-სემინარზე წარმოდგენილი მისი მოხსენება – „ნანოტექნოლოგია რეალურ ცხოვრებაში: ბიომასალები და სამედიცინო იმპლანტების ახალი თაობა“, სამეცნიერო თვალსაზრისით მრავალმხრივ საყურადღებო და საინტერესო აღმოჩნდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომლებიც ინოვაციებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ბიომასალების, იმპლანტების, მაღალი ხარისხის აპლიკაციებისა თუ პროტოტიპების განვითარებაზე მუშაობენ. ლასლო საითიმ თავის მოხსენებაში, ასევე, მიმოიხილა უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციები, წარმოგვიდგინა მათი ანალიზი და ყურადღება გაამახვილა სამედიცინო მიმართულების ინოვაციურ სფეროებში რისკების მინიმიზაციისთვის კონკრეტული კვლევითი პროექტების განხორციელების საჭიროებასა და სპეციფიკური კონცეფტების შექმნის აუცილებლობაზე. მოხსენების დასასრულს, შედგა საინტერესო დისკუსია, რომელშიც ჩაერთნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერები. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ სამედიცინო ფიზიკის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, რომლებმაც ლექცია-სემინარის მონაწილეებს ახალი თაობის სამედიცინო იმპლანტებისა და ბიომასალების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გააცნეს“, – განაცხადა პაატა კერვალიშვილმა.
საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, პროფესორ პაატა კერვალიშვილის ინიციატივით, მომავალი წლიდან ისევ განაახლებს თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ საერთაშორისო ლექცია-სემინარების ციკლს, რომელზეც ძირითადი მომხსენებლის რანგში ცნობილი ევროპელი, ამერიკელი და იაპონელი მეცნიერები წარსდგებიან.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...