სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოებას, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს და სტუდენტებს შობა-ახალ წელს ულოცავს
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოებას, სტუდენტებს, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერებს, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორებსა და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებსა და მათ წევრებს შობა-ახალ წელს ულოცავს.
„მსურს, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოგილოცოთ მომავლის უდიდესი იმედებით აღსავსე დღესასწაული – შობა-ახალი წელი!
თითოეული ჩვენგანისთვის – იქნება ეს მეცნიერი, პედაგოგი, სტუდენტი – მომავალი საუკეთესო მოლოდინთან ასოცირდება, თითოეული ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ მომავალი წელი გაცილებით მეტი სიხარულისა და წარმატების მომტანი, ასევე, ძლიერი ევროპული პერსპექტივის წელი იქნება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რომელმაც გასულ წელს ახალი ასწლეულის ათვლა დაიწყო, საუკეთესო მომავალი მეცნიერებასა და ტექნოლოგიურ პროგრესს უკავშირდება. გულით გვახარებს, რომ ჩვენი საუნივერსიტეტო სივრცე გასული წლის სამეცნიერო-აკადემიურმა მიღწევებმა კიდევ უფრო მეტად გააძლიერა. განათლებისა და მეცნიერების სფეროში არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდის წარმატების მომსწრენი გავხდით. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, სტუდენტებს. სწორედ თქვენ ქმნით ძლიერ მოტივაციას, რომ 2024 წელს, ერთობლივი ძალებით, ყოველდღიური დაუღალავი შრომით, ცოდნის გაზიარებითა და შემეცნებით გაცილებით მეტს მივაღწევთ და ქვეყანას უკეთეს ხვალინდელ დღეს, საუცხოო მომავალს შევუქმნით. ახალ წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს იმ სტუდენტებსა და მეცნიერებს, რომლებიც ამჟამად, საქართველოს ფარგლებს გარეთ ცოდნას ეუფლებიან, სამეცნიერო კვლევებსა და გლობალურ ექსპერიმენტებში არიან ჩართულნი, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპორტულ ტურნირებში ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებენ, კულტურულ ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ და მშობლიური უნივერსიტეტისა და ქვეყნის სახელი შორს გააქვთ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, შობა-ახალ წელს ვულოცავთ ყველა ახალგაზრდას, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სკოლების რექტორებსა და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს, მათ ნამდვილ წევრებს – ღვაწლმოსილ აკადემიკოსებს – ყველას ვუსურვებთ მშვიდობას, დღეგრძელობას, წარმატებას, ვუსურვებთ ძლიერ და პროგრესულ საქართველოს, სადაც ყველანი ერთად და ლაღად ვიცხოვრებთ!“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.
Related
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...