სტუ-ის რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ აქცია-პერფორმანსი — „აქ შენგან პასუხს ტაბახმელის ელის ფერდობი”, გამართა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში ქართველი იუნკრების ერთკვირიანი თავდადებული ბრძოლა როგორც დრამატული, ასევე სიამაყის განცდის დღეა და შემთხვევითი არაა, რომ სტუდენტურმა თვითმმართველობამ აქცია-პერფორმანსისთვის ზაზა აბზიანიძის ბრწყინვალე ლექსი —„იუნკრები“, შეარჩია.
„გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე თავის მემუარებში წერს: 103 წლის წინ, „როდესაც ლეიტენანტი მესხიშვილი შიშველი ხმლით მტერს ეკვეთა, მოულოდნელად მის უკან „ვაშას“ ძახილით იუნკრები გამოჩნდნენ…“. ჩვენი დამოუკიდებლობის დამცველი სამხედროები, სტუდენტები, სულ რაღაც 20-25 წლისანი იყვნენ. ისინი იბრძოდნენ მიწის თითოეული გოჯისთვის, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, არნახულ ძალას დაუპირისპირეს სამშობლოს სიყვარული და გარკვეული პერიოდით შეაკავეს კიდეც მტერი. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ახალგაზრდებს, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმძიმესი, მაგრამ სიამაყის განცდით სავსე ფურცელი შეავსეს. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას, ვინც აქცია-პერფორმანსი დაგეგმა, მათ ამით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ გმირებს დავიწყება არ უწერიათ. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, — განაცხადა დავით გურგენიძემ.
ინფორმაციისთვის, 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა პატივსაცემად, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...